დავით მათიკაშვილი: ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს, როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული

ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირდეს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლავთ სწორედ დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც პარალელურად მთავრობაში მომუშავე კომისიისა და სუს-ის მიერ წარმოებული შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებისა, იქნება დაკავებული სწორედ ოპტიმალური ფასის დადგენით, დადგენის პროცესში არსებული რეალობის განსაზღვრით. იქნებიან გამოკითხული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან დაწყებული საბაჟოდან, დახლით დასრულებული. ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% საშუალოდ და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება სოციალური თვალსაზრისით იყოს ნაკლებად დატვირთული ისეთი ტვირთისგან, რისი შემცირების შესაძლებლობაც არსებობს და სწორედ ამიტომ მაქსიმუმი იქნება გაკეთებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, შეხვედრები იწყება სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე განიხილავენ საწვავის ფასს. პრემიერის ინიციატივით შექმნილი კომისია, ეძებს გზებს, მოაგვაროს პრობლემა, რომელიც მოსახლეობისთვის დიდი წნეხია. მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში პროდუქტი 86%-ით ძვირია, ვიდრე ევროპაში. ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769342882

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი დებატების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე: არ არიან იმ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში,...

ლევან მაჭავარიანი

1769340987

ახალი ამბები

ავარია თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.   მომ...

დაკავება, პოლიცია

1769336503

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: ეს არის ფორმატი, სადაც ანტიქართული რიტორიკა არის არა რეალური ფაქტებით, არამედ ცრუ ნარატივით განპირობებული

პოზიტიურს არაფერს ველოდებით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ტყუილებით არიან თავიანთ გამონათქვამებში და საქმიანობაში ცნობილები, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომას დავითა მათიკაშვი...

 დავით მათიკაშვილი

1769335669

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხ...

დონალდ ტრამპი

1769332195

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია

„ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ბრიუსელს სურს, რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს, უკრაინა კი...

ვიქტორ ორბანი