გიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში

„ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რადიკალებისთვის ეს დებატები მიუღებელი ფორმატია იმ თვალსაზრისით, რომ სურთ მონოლოგის რეჟიმში თავიანთი შექმნილი ცრუ ნარატივები მოახვიონ ხალხს თავზე.

„როგორც კი კითხვას დაუსვამ, მაშინვე გაურბიან ამ კითხვებს, ვინაიდან მთავარი მათთვის არის თავიანთი დღის წესრიგი, თავიანთი პატრონების მიერ მიცემული დავალება როგორ უნდა განავრცონ, როგორ უნდა მოახვიონ საზოგადოებას თავს“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769342882

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი დებატების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე: არ არიან იმ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში,...

ლევან მაჭავარიანი

1769340987

ახალი ამბები

ავარია თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.   მომ...

დაკავება, პოლიცია

1769338438

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს, როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული

ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გად...

 დავით მათიკაშვილი

1769336503

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: ეს არის ფორმატი, სადაც ანტიქართული რიტორიკა არის არა რეალური ფაქტებით, არამედ ცრუ ნარატივით განპირობებული

პოზიტიურს არაფერს ველოდებით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ტყუილებით არიან თავიანთ გამონათქვამებში და საქმიანობაში ცნობილები, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომას დავითა მათიკაშვი...

 დავით მათიკაშვილი

1769335669

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხ...

დონალდ ტრამპი