თეა წულუკიანი: „საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა
საჯარო დოკუმენტში, წერილში ცალსახად წერია, რომ „საიასა“ და სხვათა სასარჩელო მოთხოვნების ერთი დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, „საია“ მალავს იმას, რაც ამ წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა.
„სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ „საიასა“ და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო. მცდარია ის, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს და მცდარია ის, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის საინტერესოა კითხვების ის ნაწილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სწორედ „საიას“ უსვამს. „საიას“ ეკითხება სტრასბურგის სასამართლო, არის თუ არა უფლებამოსილი პირი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩივის მის წინაშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს ისეთ სიტუაციასთან, როდესაც ორგანიზაცია, ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე, რასაც კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია, რომელსაც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება. ერთ-ერთი მოსარჩელე სტრასბურგის სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა“.
1769342882
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი დებატების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე: არ არიან იმ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში,...
1769340987
ახალი ამბებიავარია თბილისში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა. მომ...
1769338438
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს, როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული
ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი - დაახლოებით, საშუალოდ 86% და ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გად...
1769336503
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ჰელსინკის კომისიაზე: ეს არის ფორმატი, სადაც ანტიქართული რიტორიკა არის არა რეალური ფაქტებით, არამედ ცრუ ნარატივით განპირობებული
პოზიტიურს არაფერს ველოდებით ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ტყუილებით არიან თავიანთ გამონათქვამებში და საქმიანობაში ცნობილები, - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომას დავითა მათიკაშვი...
1769335669
მსოფლიოდონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხ...































