ირაკლი რუხაძე: პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა როდის და რატომ დაიძაბა ურთიერთობები „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის.
„პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა შემთხვევით ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე, რომელიც, ასევე, ბადრის სახლთან იყო. ბადრის ხელში ჰქონდა ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა მანქანის ნომრებს და ა.შ.
უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოვხვდით, რომ ეს არ გვეჩვენებინა „იმედზე“. თავიდან ეს მეგობრული იყო - „ოღონდ ეს არ აჩვენოთ და რაც გინდათ გვთხოვეთ“, მერე ეს ყველაფერი მუქარაში გადავიდა. ჩემამდეც გადმოვიდა, იმიტომ რომ ბევრ ხალხს ვიცნობდი თბილისიდან. გიგა ბოკერია მთლად ჩემი მეზობელი იყო. მაგრამ ბადრის [პატარკაციშვილის] გადაწყვეტილება იყო ფუნდამენტური, რომ ეს უნდა გვეჩვენებინა და ვაჩვენეთ ეს „იმედზე“, - განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ბიზნეს-ჯგუფს არცერთი ტენდერი არ მოუგია. რუხაძე იხსენებს, რომ ვითარება მოკლე დროით 2007 წელს, ლონდონში ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა.
„შეხვედრის დედააზრი იყო ის, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გაცვალა „იმედი“ საქართველოს რკინიგზაში. როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენ ძალიან გვიშლიდა ხელს ბიზნეს წარმოებაში დაპირისპირება. ამ დაპირისპირების ეპიცენტრი იყო რა თქმა უნდა, „იმედი“ და ამიტომ, ბადრი თვითონ იყო საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ - ერთი მხრივ „იმედი“, მეორე მხრივ მისი ბიზნეს ინტერესები ქვეყანაში და ამიტომ, რაღაც მომენტში მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ „იმედს“ გაცვლიდა საქართველოს რკინიგზაში. ამის მერე, საქართველოს რკინიგზის უცნაური პრივატიზაცია მოხდა. რაღაც გაურკვეველ ინგლისურ ჯგუფს გადასცეს, საერთოდ გაურკვეველი პირობებით. მე ძალიან კარგად ვიცი, ის ჯგუფი რა იყო, იმიტომ რომ მე მიმყავდა მოლაპარაკებები უკვე ინგლისშიც.
რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს ჩვენი „თაფლობის თვე“, როცა პრივატიზაცია გაუკეთეს რკინიგზას და იმ ჯგუფს მისცეს, რომელსაც მერე ჩვენთვის უნდა გაეცვალა „იმედში“. ამ დროის განმავლობაში, მოვასწარით „მაგთიკომის“ წილის ყიდვა, მოგვცეს უფლება, თორემ ეს რომ არ ყოფილიყო, „მაგთიკომის“ წილს ვერ ვიყიდდით, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები, ინგლისელები, რომლებიც ჩემთან ერთად შემოდიოდნენ, გააჩერა სააკაშვილმა და უთხრა: ამათთან ერთად ნუ დააბანდებ ფულსო. მერე, რაღაც მომენტში უთხრა, კარგი, ახლა შეიძლებაო. და ზუსტად ამის შემდეგ, მოგვცეს საშუალება, რომ შეგვეძინა „მაგთიკომის“ წილი. მერე ბადრის დაეწყო ჭმუნვები, საქართველოში უამრავი საშინელება ხდებოდა, რომელმაც მერე 7 ნოემბრამდე მიგვიყვანა და რაღაც მომენტში ბადრიმ თქვა: „იმედი რომ გავყიდო, მერე ხალხს თვალებში როგორ ჩავხედო, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში“. მოკლედ, ეს გარიგება სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა. როგორც კი ეს გარიგება ჩაიშალა, გადავედით ძველ დაპირისპირებაში“, - განაცხადა რუხაძემ.
1747834664
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...
1747833642
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...
1747833122
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7401 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747832533
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში
„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ...
1747830806
საზოგადოებაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა. სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომი...