კახა კალაძე ვანდალიზმის ფაქტებზე: ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მოწესრიგებული
ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო უკეთესი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო მწვანე, გალამაზებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც ზოგიერთი თანამოქალაქე მიზანმიმართულად აზიანებს ნაგებობებს, შეიძლება ეს იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შემდეგ ათეულობით მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდეს თავის პირვანდელ სახეს.
„ეს ხომ ისევ ხალხის ფულია, ჩვენი მოქალაქეების ფულია, ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, მაშინ როდესაც შეგვიძლია აღნიშნული თანხები სხვა კარგი საქმეების გასაკეთებლად და პროექტების განსახორციელებლად მივმართოთ“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისი მერმა ვანდალიზმის ფაქტებზე, კანონის აღსრულების გამკაცრება დააანონსა.
„ეს ქალაქი არის ჩვენი - ყველასი, ყველამ უნდა მოვუაროთ, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში და გალამაზებაში. გადაწყვეტილებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მივიღეთ, შევძლებთ, რომ უფრო კარგი კოორდინაცია გავუწიოთ აღნიშნულ მიმართულებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოქალაქეების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1769361648
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პრეზიდენტი ყაველაშვილი, განსხვავებით ზურაბიშვილისგან და მარგველაშვილისგან, ხელმძღვანელობს იმ პრინციპებით, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული შეწყალება
პრეზიდენტი ბატონი ყაველაშვილი, განსხვავებით ქალბატონი ზურაბიშვილისგან და ბატონი მარგველაშვილისგან, ხელმძღვანელობს იმ პრინციპებით, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული შეწყალება. კერძოდ, ადამიანი, რომელიც ნაკლე...
1769360779
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი
ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ ჩვენ მიმართული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაური...
1769359466
ახალი ამბებიპრემიერი: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება, ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება ფასის მომატება
ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი პროდუქტზე - ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშ...
1769358249
ახალი ამბებიპრემიერი: ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე
ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერ...
1769356194
მსოფლიოზელენსკი: ლუკაშენკოს შპიცს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელორუს ხალხს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ამბოხებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ბელორუსი იძულებულია არსებობდეს, როგორც რუსეთის გენერალური გუბერნია, სად...































