პრემიერი: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა, გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და გადაწყვეტა მოვუძებნოთ ამ პრობლემას
გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, რომ სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია მაღალი ფასები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უკვე განცხადება შეიძლება გახდა საფუძველი იმისა, რომ ფასებმა გარკვეულ პროდუქტებზე დაიკლო, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი.
„ეს პრობლემა არ არის ახალი, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, მე მახსოვს, 2006 წლამდე ვცხოვრობდი გერმანიაში და როდესაც დავბრუნდი საქართველოში, იგივე პროდუქტებს საქართველოში აღარ ვყიდულობდი, რასაც მანამდე გერმანიაში. აქაც, მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით ორმაგი იყო ფასები ზუსტად იდენტურ პროდუქტებზე. დიდი ხანია უკვე, წლებია, რაც ქვეყანას მოჰყვება ეს პრობლემა, ფასები არის უფრო მაღალი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ესეც აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება ამ პრობლემის გადაჭრას, რისთვისაც ჩვენ ვართ მზად“, - განაცხადა პრემიერმა.
1769358249
ახალი ამბებიპრემიერი: ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე
ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერ...
1769356194
მსოფლიოზელენსკი: ლუკაშენკოს შპიცს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელორუს ხალხს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ამბოხებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ბელორუსი იძულებულია არსებობდეს, როგორც რუსეთის გენერალური გუბერნია, სად...
1769354196
მსოფლიოძლიერმა შტორმმა აშშ-ში ელექტროენერგიის გათიშვა და 17 შტატში ათასობით რეისის გაუქმება გამოიწვია
ზამთრის ძლიერი შტორმის გამო აშშ-ში 13 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო 17 შტატში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამერიკელი სინოპტიკო...
1769352345
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: დებატი არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიების და მათი მხარდამჭერების მიერ
დებატი ეს არის ის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიების და მათი მხარდამჭერი მედია საშუალებების მიერ და აუცილებელია პრემიე...
1769348705
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ფასების შემცირებაზე: პრემიერის ხელმძღვანელობით კომისიაა შექმნილი, ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია - დარწმუნებული ვარ, ამას შედეგი ექნება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფასების შემცირების მიზნით შექმნილი კომისიების მუშაობის შედეგს საზოგადოება მყისიერად იგრძნობს და ამას ეფექტი ექნება. „ჩვენ ვთქვით,...






























