პრემიერი: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება, ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება ფასის მომატება

ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი პროდუქტზე - ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებს და დისტრიბუციასაც. პრემიერის განცხადებით, იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა.

„ჩვენ ყველა ფორმას უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი. მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული პროცედურები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა დავადგინოთ, არის თუ არა კარტელური გარიგება. ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, ვიდრე ამას დამატებით არ შევისწავლით, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი კონკრეტულ პროდუქტზე. ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება. იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებსაც, დისტრიბუციასაც. იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს ამ საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაც“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769358249

ახალი ამბები

პრემიერი: ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე

ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერ...

პრემიერი, კობახიძე

1769356194

მსოფლიო

ზელენსკი: ლუკაშენკოს შპიცს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელორუს ხალხს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ამბოხებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ბელორუსი იძულებულია არსებობდეს, როგორც რუსეთის გენერალური გუბერნია, სად...

ზელენსკი

1769354196

მსოფლიო

ძლიერმა შტორმმა აშშ-ში ელექტროენერგიის გათიშვა და 17 შტატში ათასობით რეისის გაუქმება გამოიწვია

ზამთრის ძლიერი შტორმის გამო აშშ-ში 13 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო 17 შტატში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამერიკელი სინოპტიკო...

შტოტმი აშშ

1769352345

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: დებატი არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიების და მათი მხარდამჭერების მიერ

დებატი ეს არის ის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სეგმენტი, რომელიც ძალმომრეობით იყო მედიასაშუალებიდან ამოგლეჯილი გვარამიების და მათი მხარდამჭერი მედია საშუალებების მიერ და აუცილებელია პრემიე...

დავით მათიკაშვილი

1769348705

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ფასების შემცირებაზე: პრემიერის ხელმძღვანელობით კომისიაა შექმნილი, ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია - დარწმუნებული ვარ, ამას შედეგი ექნება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფასების შემცირების მიზნით შექმნილი კომისიების მუშაობის შედეგს საზოგადოება მყისიერად იგრძნობს და ამას ეფექტი ექნება. „ჩვენ ვთქვით,...

გურამ მაჭარაშვილი