ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია
უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლებოდა მეორეს. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში წინასწარმეტყველებს ხოსე ორტეგა-ი-გასსეტი პოლიტიკურად გაერთიანებულ ევროპას, როგორც მსოფლიო ისტორიული მისიის მატარებელს, - განაცხადა ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა, კონსერვატიულ პორტალ geo-first.com-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროკავშირი აპრიორი სიკეთეს არ ნიშნავს, სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მასში გაწევრიანების შესახებ კრიტიკული განხილვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
„ევროკავშირი შეიძლება დეგრადირდეს, როგორც ორგანიზაცია, კორუფციის შედეგად და დეგრადაციამ ის საბოლოოდ დაშლამდეც მიიყვანოს. ასევე, ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა და ბიუროკრატია შეიძლება არ აღმოჩნდეს სახარბიელო კონკრეტული ქვეყნებისათვის და მათ არ მიიღონ ევროკავშირი, როგორც იმთავითვე სიკეთე, ამიტომ არ შევიდნენ შიგნით, ან გავიდნენ კიდეც მისგან, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. რადგან ევროკავშირი აპრიორი სიკეთე არაა, აქედან გამომდინარე, აპრიორი სიბრიყვეა ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანის კრიტიკული განხილვის მიღმა დაყენება: ყველა ასეთი, ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი და ქვეყნისთვის არსებითი გადაწყვეტილების თუ ამოცანის დასახვა, უნდა ეყრდნობოდეს ფართო კრიტიკულ განხილვას და ეროვნული არჩევანი სწორედ ასეთ ყოველმხრივ განხილვა-აწონ-დაწონას უნდა დაეფუძნოს.
ამიტომ, მე სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია საქართველოს კონსტიტუციაში „ევროკავშირში გაერთიანების“ მუხლის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებას ჯერჯერობით მხარს ვუჭერ, კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არის განხილვის შესაძლებლობისთვის თავში ჩაქუჩის ჩარტყმა, რაც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნისთვის, რაზეც საქართველოს არცთუ უსაფუძვლოდ პრეტენზია აქვს, მიუღებელი უნდა იყოს," - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.
მისივე განცხადებით, ევროპას, როგორც იდეასა და მსოფლმხედველობრივ ფენომენს, ალტერნატივა არ აქვს, თუ განვითარება უნდა ადამიანს. აქვე, გიგინეიშვილი აკონკრეტებს, რომ ევროპა, სოციო-კულტურული კუთხით, არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, პროგრესი, კრიტიკული აზროვნების და განხილვის შესაძლებლობა.
"რაც შეეხება ევროპას, როგორც იდეას და სოციო-კულტურულ თუ მსოფლმხედველობრივ ფენომენს, მე ვფიქრობ მას ალტერნატივა არ აქვს, თუ განვითარება გინდა: ევროპა − ესაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, უნივერსიტეტები და განათლების სისტემური უწყვეტობა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი, მსჯელობის სივრცის ღიაობა და კრიტიკული აზროვნებისა და განხილვის შესაძლებლობა; ესაა ბახი და მოცარტი, რენესანსი და განმანათლებლობა, ანუ ისეთი სულიერი ფენომენები, რომლებიც ისტორიაში მოხვდნენ და შეუქცევადები არიან, არა მხოლოდ გეოგრაფიული ევროპისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის; რაც ილიამ თქვა ეროვნულზე („არაფერ ეროვნულს არ აქვს ფასეულობა, თუ იგი ამავე დროს ზოგადკაცობრიულადაც ფასეული არ არისო“), შეგვიძლია ევროპულზეც ვთქვათ: „არაფერ ევროპულს არ აქვს ფასეულობა, თუ იგი ამავე დროს ზოგადკაცობრიულადაც ფასეული არ არის“, ხოლო ის ფენომენები, რომლებიც ზემოთ დავასახელე, სწორედაც რომ ზოგადკაცობრიულად ფასეულია," - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.
1757175511
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა ექნება წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, შ...
1757174271
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი, ობიექტური დასკვნა
„იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, არ იყოს არანაირი ნიადაგი იმისთვის, რომ ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა და ტყუილების დემონსტრირება, იქნა მიღებულ...
1757172203
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია რადიკალებზე: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფო ამისთვის მზადაა
„ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - განაცხადა „...
1757170814
ახალი ამბები„მეუღლის პირადი ინფორმაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა“ - ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლ...
1757169434
სპორტივილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...































