თენგიზ შარმანაშვილი: „ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, მათთვის ეს არის რევოლუციური შტაბის არჩევნები, რაც შეიძლება, შემდეგ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ

„ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას იმისთვის არ აპირებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დააკომპლექტონ, მათთვის ეს არის რევოლუციური შტაბის არჩევნები, რაც შეიძლება შემდეგ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მემორანდუმზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს, 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ ფორმდება.

მმართველი გუნდის დეპუტატი, მემორანდუმს ყალბს უწოდებს და აღნიშნავს, რომ . ასეთი მემორანდუმი საპარლამენტო არჩევნების წინაც დაიდო.

„მათთვის ეს არჩევნები მომავალი დესტაბილიზაციის წყარო იქნება. ძალიან მაგრად წააგებენ და ეს შემდეგ არ გაუკვირდეთ. რაც შეეხება მათ მემორანდუმს, საქართველოს ისტორიაში მემორანდუმის გაფორმება და შემდეგ ერთმანეთის მიწაში ჩადება პირველად ხდება? ეს მემორანდუმები ყალბია. ასეთი მემორანდუმი საპარლამენტო არჩევნების წინაც დაადო.

შემდეგ, ვითომ ერთობა შეინარჩუნეს? რა თქმა უნდა, მათ არავინ არაფერს ეკითხება, როლებს გადაუნაწილებენ - შენ იქნები რადიკალი, შენ შედარებით კონსტრუქციულიო. ორივემ იციან, რომ მათი მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციის შექმნაა“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752491727

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: სად მომძებნეთ და ვერ მიპოვეთ? მთელი დღეა რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?

„როგორც კი ვინმე მძლავრად დაუპირისპირდება კორუფციას, იმ წუთს მასზე ახორციელებთ დარტყმებს. თორნიკე რიჟვაძისთვის არავის ხელისუფლებიდან არაფერი დაუბრალებია საერთოდ. ნოდარი მოიშორეთ ყურიდან თუ შეიძლება და...

მდინარაძე

1752489829

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში, დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და გაწევრიანდნენ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში

„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის...

ირაკლი კირცხალია

1752488224

სპორტი

„თამაშის ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც, ჩემი აზრით, ყველასთვის სრულიად შესაძლებელი იყო“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, ჩხუბს და...

ლუის ენრიკე

1752486761

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის...

გიორგი ჯინჭარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

1752484634

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ყალბი ნარატივები ააგო, თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, წარმოუდგენელია

„ყალბი ნარატივები ააგო, თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, წარმოუდგენელია“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომი...

თენგიზ შარმანაშვილი