გორში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ა.ს. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული ნ.ვ. და 2003 წელს დაბადებული ნ.ა.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ვ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ვ.-ს. წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ბრალდებული ნ.ვ., თანმხლებ პირებთან ერთად, რომელთა შორისაც იმყოფებოდა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2005 წელს დაბადებული რ.კ, ვ.ა.-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა. ადგილზე მომხდარი განმეორებითი დაპირისპირებისას, ვ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც რ.კ. დაიჭრა. მომხდარის შემდეგ, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა რ.კ.-მ ტერიტორია მის ძმისშვილთან - ნ.ა.-სთან ერთად დატოვა, რომელიც ასევე დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, 1980 წელს დაბადებული ა.ს.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, რომელიც ასევე დაკავებულია როგორც ბრალდებული პირი.
საქმესთან შეხებაში მყოფი სხვა პირების დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1752488224
სპორტი„თამაშის ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც, ჩემი აზრით, ყველასთვის სრულიად შესაძლებელი იყო“ - ლუის ენრიკე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, ჩხუბს და...
1752486761
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის...
1752484634
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ყალბი ნარატივები ააგო, თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, წარმოუდგენელია
„ყალბი ნარატივები ააგო, თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, წარმოუდგენელია“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომი...
1752482382
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: „ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, მათთვის ეს არის რევოლუციური შტაბის არჩევნები, რაც შეიძლება, შემდეგ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ
„ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას იმისთვის არ აპირებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დააკომპლექტონ, მათთვის ეს არის რევოლუციური შტაბის არჩევნები, რაც შეიძლება შემ...
1752481160
ახალი ამბებისაქსტატი: 2025 წლის იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 933.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გა...