თენგიზ შარმანაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ყალბი ნარატივები ააგო, თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, წარმოუდგენელია

„ყალბი ნარატივები ააგო, თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, წარმოუდგენელია“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გარეტ უორდის განცხადებას.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ დანაშაული საერთოდ არ მომხდარა, არასწორია.
„მზია ამაღლობელის თემაზე დავხუროთ საუბარი. თუ ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ დანაშაულის ჩამდენ ქალბატონს, რამდენად ჰუმანურად უნდა მოეპყროს სასამართლო, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და პოლიტიკოსების განსასაზღვრი არაა. მაგრამ საუბარი, რომ დანაშაული საერთოდ არ მომხდარა, ეს არის არასწორი, ტყუილი.
ჩვენ კიდევ რას ვეუბნებით, არანაირი პრობლემა არა გვაქვს თქვენთან ურთიერთობის, თქვენს ინტერესებსაც გავითვალისწინებთ, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესები.
ყალბი მტკიცებულებები მოიტანო, ან ასეთი ყალბი ნარატივები ააგო, რომ თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, არის ყოვლად წარმოუდგენელი და ღიმილის მომგვრელი.
არავინ მას არ დაიჭერს სიტყვის თავისუფლებისთვის და კრიტიკისთვის, არც კი შეავიწროებენ. ახლა იმიტომ, რომ შენ ჟურნალისტის სტატუსი გაქვს, წახვიდე და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინო და ამაზე თვალი დახუჭონ, არ მოხდება“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ მედიის თავისუფლების კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის, მისი შეფასებით, ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით.
1752493315
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან
„ნოდარ მელაძეს თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებს, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ - რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს - ასეთ გაწ...
1752492445
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პ...
1752491727
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: სად მომძებნეთ და ვერ მიპოვეთ? მთელი დღეა რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?
„როგორც კი ვინმე მძლავრად დაუპირისპირდება კორუფციას, იმ წუთს მასზე ახორციელებთ დარტყმებს. თორნიკე რიჟვაძისთვის არავის ხელისუფლებიდან არაფერი დაუბრალებია საერთოდ. ნოდარი მოიშორეთ ყურიდან თუ შეიძლება და...
1752489829
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში, დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და გაწევრიანდნენ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში
„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის...
1752488224
სპორტი„თამაშის ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც, ჩემი აზრით, ყველასთვის სრულიად შესაძლებელი იყო“ - ლუის ენრიკე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, ჩხუბს და...