გიორგი ჯინჭარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ასევე, ჰუმანიტარული მნიშვნელობის სხვა საკითხებზე გაამახვილა.

თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართულებით იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე მხარეებმა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752489829

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში, დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და გაწევრიანდნენ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში

„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის...

ირაკლი კირცხალია

1752488224

სპორტი

„თამაშის ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც, ჩემი აზრით, ყველასთვის სრულიად შესაძლებელი იყო“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, ჩხუბს და...

ლუის ენრიკე

1752484634

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ყალბი ნარატივები ააგო, თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, წარმოუდგენელია

„ყალბი ნარატივები ააგო, თურმე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და სიტყვის თავისუფლებისთვის დააკავეს, წარმოუდგენელია“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომი...

თენგიზ შარმანაშვილი

1752482382

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: „ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, მათთვის ეს არის რევოლუციური შტაბის არჩევნები, რაც შეიძლება, შემდეგ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ

„ლელოს“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას იმისთვის არ აპირებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დააკომპლექტონ, მათთვის ეს არის რევოლუციური შტაბის არჩევნები, რაც შეიძლება შემ...

თენგიზ შარმანაშვილი

1752481160

ახალი ამბები

საქსტატი: 2025 წლის იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 933.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გა...

საქსტატი