ვიქტორ ჯაფარიძე: სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, რომ შევედით შეხვედრაზე, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა.

ჯაფარიძემ გაიხსენა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, როდესაც იგი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტში მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა შეხვედრაზე პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ ისეთი ტყვიები ჰქონდა შემოტანილი, რომ რვა თვე ფეხზე ვერ გაივლიდნენ.

„ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე [ნინო ბურჯანაძე] იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან, კომუნიკაცია არ გვქონდა. ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა რომ დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი [ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების] მთლიან ხელისუფლებაში. ერთხელ, სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა.

დღეს რომ მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე საუბრობენ, შეხვედრაზე რომ შევედით, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა [სააკაშვილს] ჩვენთან: თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი, 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748005786

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

 ვალუტის კურსი

1748005056

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...

ლევან მოსეშვილი

1748003623

ახალი ამბები

26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, შეფერხებულია მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - მერია განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ...

მანქანა

1748002771

ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ს...

საქართველოს კულტურის სამინისტრო

1748002243

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია

ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...

შალვა პაპუაშვილი