სოფო ნიკოლაიშვილი: „იმედის“ გასასვლელიდან 200 მეტრში იდგა სპეცრაზმი. იყვნენ ჩუმად. უცბად აინთო რაღაც, ალბათ ფარები, ეს იყო შოკის მომგვრელი. შიშის დანერგვის სპეცოპერაცია იყო. მიკვირს ცოცხლები როგორ გადავრჩით

„იმედის“ გამოსასვლელიდან 200-300 მეტრში იყო სპეცრაზმი ჩაყენებული. იყვნენ ჩუმად და ჩვენ საკმაოდ მივუახლოვდით, რომ უცბად აინთო რაღაც, არ ვიცი რა იყო, ალბათ ფარები, ეს იყო შოკის მომგვრელი. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წამოვიდნენ ჩვენკენ არ ვიცი, როგორ გადავრჩი, - განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებზე ისაუბრა.
მან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის სოზარ სუბარის კითხვას უპასუხა, რომელიც იმ მოვლენებით დაინტერესდა, რაც „იმედში“ შეჭრის შემდეგ, ტელევიზიის გარეთ ხდებოდა.
სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, „იმედის“ გამოსასვლელიდან, რამდენიმე მეტრში ჩასაფრებული იყო სპეცრაზმი, რომელმაც გარეთ გამოსული თანამშრომლების დარბევა დაიწყო.
„ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. კინოსტუდიის მხრიდან „იმედის“ მხარდაჭერისთვის ხალხი იყო მოსული. იქაც მოხდა ცემა-ტყეპა ამ ხალხის სპეცრაზმელების მხრიდან. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ან ამ ხალხთან მივალთ ან სახლებში წავალთ. აბსოლუტურად ყველაფერი გვეგონა დასრულებული. არავითარი ნიშანი, რომ ეს დარბევა გაგრძელდებოდა, გარდა იმისა, რომ ტუსაღებივით ჩამოგვიყვანეს ტუსაღებივით აგვყარეს ტელეფონები, რომ იქ რამე კადრი არ გაპარულიყო. ხმის ამოღება აგვიკრძალეს. მოწმენდილ ცაზე გეუბნებიან, რომ არავინ არ ხარ. გუშინ იყავი ჟურნალისტი?! დღეს არავინ არ ხარ. დღეს მე ვარ აქ, ჩემი ძალაუფლებაა აქ და როგორც კი ამას აღუდგები შენ არ იარსებებ.
„იმედის“ გამოსასვლელიდან 200-300 მეტრში იყო სპეცრაზმი ჩაყენებული. იყვნენ ჩუმად და ჩვენ საკმაოდ მივუახლოვდით, რომ უცბად აინთო რაღაც, არ ვიცი რა იყო, ალბათ ფარები, ეს იყო შოკის მომგვრელი. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ წამოვიდნენ ჩვენკენ არ ვიცი, როგორ გადავრჩი, რომ თავში არ მომხვდა ხელკეტი. ეს იყო სამაგალითო დასჯა, რომ რამხელა შიში შეიძლება გაგიჩინონ, რომ არანაირი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არასდროს არ გაგიჩნდეს, იმიტომ, რომ შენ ხარ ჭიანჭველა ამ სახელმწიფოში. ასე, ფეხს დაგადგამენ და გაგსრესენ“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, მის მეუღლეს რეზინის ტყვიები ჰქონდა მოხვედრილი. ასევე, მხუთავი აირის გაშვების შედეგად, ისიც და მისი კოლეგებიც იყვნენ მოწამლულები.
„შიშის დანერგვის სპეცოპერაცია იყო. მიკვირს ცოცხლები როგორ გადავრჩით“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.
1748008247
ახალი ამბებითემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...
1748005786
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1748005056
საზოგადოებალევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...
1748003623
ახალი ამბები26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, შეფერხებულია მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - მერია განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ...
1748002771
ახალი ამბებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ს...