ირაკლი რუხაძე: „იმედში“ რომ შევედით, ძალიან გაგვიკვირდა - ნანახი გვაქვს დამსხვრეული აპარატურა და უცებ დავინახეთ, რომ აპარატურა ადგილზე დგას - ერთს ჰქონდა სტიკერი „რუსთავი 2“, შემდეგი მოვატრიალე და იყო სტიკერი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „იმედის“ დაბრუნებისა და ტელეკომპანიაში შესვლის ეპიზოდი გაიხსენა. მან განაცხადა, რომ „იმედში“ დაბრუნებულებმა ნახეს, რომ ადგილზე იდგა აპარატურა, რომელიც სხვა ტელეარხებს ეკუთვნოდა.
„მივაღწიეთ იმას, რომ შეგვიშვეს „იმედში“. ძალიან კარგად მახსოვს, ძალიან ბევრი ელჩი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან, მე ვიყავი, თუ არ ვცდები, გიორგი თარგამაძეც იყო, მერდოკის წარმომადგენელი, სოზარ სუბარიც იყო. ზუსტად როდის იყო, არ მახსოვს, მაგრამ 18 დეკემბერს დავიბრუნეთ [„იმედი“] და ეს არის დაახლოებით 7 ნოემბერს და 18 დეკემბერს შორის.
როცა მოხდა ჩვენი იქ შესვლა. რომ შევედით, ძალიან გაგვიკვირდა - აღმოჩნდა, რომ აპარატურა დგას ადგილზე. ნანახი გვაქვს დამსხვრეული და დამტვრეული აპარატურა და უცებ დავინახეთ, რომ აპარატურა ადგილზე დგას. მე მაინც და მაინც თავშეკავებით არ გამოვირჩეოდი, მოვატრიალე ერთ-ერთი ეს აპარატურა, ეს რა არის, რა დგას მეთქი და უკან ჰქონდა სტიკერი „რუსთავი 2“. შემდეგი მოვატრიალე და იყო სტიკერი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ანუ იქიდან მოხსნეს აპარატურა, მოიტანეს აქ, დადგეს და რომ არ არეოდათ, სტიკერები დააკრეს უკან, საიდან ჰქონდათ მოტანილი. არც „რუსთავი 2“ იყო კერძო კომპანია, წარმოიდგინეთ, კერძო კომპანიაში მოგადგნენ და წაიღონ შენი აპარატურა სადღაც, რომ ვიღაცას აჩვენონ. თქვენ რომ მოხვიდეთ „იმედში“, „ქართული ოცნება“ და გვითხრათ, მოდი, ახლა შენი აპარატურა წავიღოთ და სადღაც უნდა დავდგათ, რომ გეტყვით, სად უნდა წაიღოთ და დადგათ? ასეთი ქვეყანა იყო“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მან აღნიშნა, რომ იმ დროს ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი მედია არ არსებობდა.
„არც ის „რუსთავი 2“ იყო კერძო ტელევიზია, არც „იმედი“ იყო, რომ წაიღეს - „იმედი“ ისე დავიბრუნე, რომ მისი ვითომ მფლობელი გიორგი აბაზაძე თვალით არ მინახავს, სანამ გასაღები არ მოგვცა დილას. მოლაპარაკება მიდიოდა გიგი უგულავასთან, რომელიც დარბოდა სააკაშვილთან და რომ მოვილაპარაკეთ, „იმედი“ დაგვიბრუნეს. მფლობელი თვალით არ მინახავს, 1 დოლარად გაყიდა იმ ადამიანმა, 1 დოლარად მოგვყიდა, გადმოგვიფორმა ტელევიზია. ანუ საქართველოში არც ერთი მედია არ იყო დამოუკიდებელი და არ ეკუთვნოდა ვითომ რაღაც კერძო ჯგუფებს. და ეს მაგალითი სოზარსაც ახსოვს, ერთ-ერთი დამამტკიცებელი იყო - როგორ მოიტანეს სხვადასხვა ტელევიზიიდან აპარატურა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინათ. ჩვენ დავიბრუნეთ „იმედი“. მერე უკვე შეცვალა მიდგომა სახელმწიფომ და შიგნიდან გაგვტეხეს იმიტომ, რომ დაბრუნებიდან 2 კვირაში უკვე ფაქტობრივად შიგნით ბუნტი მოხდა და ნიუსის ჯგუფმა თქვა, ჩვენ აღარ გვინდა მუშაობაო“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
1747834664
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...
1747833642
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...
1747833122
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7401 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747832533
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში
„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ...
1747830806
საზოგადოებაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა. სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომი...