მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ირანის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანისა და ინდოეთის - ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
„დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1747834664
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...
1747833642
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...
1747833122
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7401 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747832533
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში
„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ...
1747830806
საზოგადოებაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა. სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომი...