მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრა გამართა გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და მიღწეული შედეგები. განიხილეს მიმდინარე, ერთობლივი პროექტის შედეგები, რასაც გლობალური ფონდის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების მიმართულებით არსებულ პროგრამებს, დაავადებების პრევენციასა და მიზნობრივ მხარდაჭერას.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს გლობალურ დონეზე ძლიერი პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გლობალური ფონდის წარმომადგენლებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებში, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც მონაწილეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747834664

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას

„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...

ირაკლი კირცხალია

1747833642

ახალი ამბები

პაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...

პაატა კვიჟინაძე

1747833122

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7401 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1747832533

ახალი ამბები

გია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში

„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ...

გია ვოლსკი

1747830806

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა. სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომი...

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტ