შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბრიუსელმა განმარტოს, გულისხმობს თუ არა ის „ევროპულ ღირებულებაში“ მისი დაფინანსებული პირების მიერ წარმოებულ ტერორს და აპირებს თუ არა, შეწყვიტოს მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი ჯგუფების მხარდაჭერა

ჩვენი საზოგადოება, უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ როდესაც ბრიუსელიდან ხალხს მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და ენჯეოების მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპული დაფინანსებითაც, სიძულვილს და ძალადობას ავრცელებენ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან.
„გუშინ, ევროკავშირის ერთ-ერთმა კომისარმა „ქართველ ხალხს" მიმართა სიტყვებით: "იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს."
ჩვენი საზოგადოება, უკვე კარგად გაერკვა იმაში, რომ როდესაც ბრიუსელიდან ხალხს მიმართავენ, ისინი რადიკალური ოპოზიციის და ენჯეოების მარგინალურ ჯგუფს გულისხმობენ, რომლებიც ევროპის სახელით, ხშირად კი ევროპული დაფინანსებითაც, სიძულვილს და ძალადობას ავრცელებენ და ამით, „ევროპულ ღირებულებად“ ზიზღს და ტერორს ამკვიდრებენ.
ეს რომ ასეა, ამ მიმართვიდან რამდენიმე საათში დადასტურდა. ბრიუსელიდან წამოსული შეგულიანება გაციებულიც არ იყო, რომ ჯერ ბრიუსელის მოთხოვნით შეწყალებული გვარამიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ 26 მაისს მსხვერპლი დაგვიანონსა, შემდეგ კი ბრიუსელიდან დაფინანსებული "დროას" ერთ-ერთი ლიდერი, მარიამ სიჭინავა, ქართული ყურისთვისაც კი ზღვარგადასულად უხამსი ლექსიკითა და მუქარით, თავს დაესხა პარლამენტის წევრს.
საგანგაშოა, რომ ბრიუსელის და ევროკავშირის საელჩოს ქმედებებით თუ უმოქმედობით, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან და ძალადობასთან.
ევროკავშირი შეიქმნა როგორც მშვიდობის პროექტი. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის და ბიუროკრატის ქცევა კი აცილებს მას ამ ფუძემდებლურ ღირებულებით კალაპოტს.
მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელმა განმარტოს, გულისხმობს თუ არა ის „ევროპულ ღირებულებაში“ მისი დაფინანსებული პირების მიერ წარმოებულ სიძულვილის კამპანიას და ტერორს და აპირებს თუ არა, შეწყვიტოს მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი ჯგუფების მხარდაჭერა.
P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა "ცუდად საუბარი" ან „თავდასხმა“, არამედ "ლეგიტიმური კრიტიკაა", რომელსაც პასუხი სჭირდება,” - წერს პაპუაშვილი.
1747834664
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...
1747833642
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...
1747833122
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7401 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747832533
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში
„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ...
1747830806
საზოგადოებაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა. სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომი...