სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით - მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა

„იმედის“ პროდიუსერი და ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებს იხსენებ. ტელეპროდიუსერის განცხადებით, ეს არ იყო შესვლა ან შეჭრა, ეს იყო თავდასხმა.

„2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი „ტელეიმედში“, ვემზადებოდით პოლიტიკური თოქ შოუსთვის - „ღია ეთერი“. მე ვიყავი ამ გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი. გვყავდა უამრავი, თუ არ ვცდები, 29 სტუმარი მოწვეული. მე პირადად ვიყავი მესამე სართულზე, იქ იყო ჩვენი ოთახი განთავსებული.

მთელი დღის განმავლობაში იყო ხმები, რომ შეიძლება, აქაც შემოვიდნენ. მას მერე, რაც რიყე დაარბიეს, თითქოს, უფრო რეალისტური გახდა ეს. უბრალოდ სხვათა შორის, ყოველი შემთხვევისთვის მანქანა გადავაყენე მოშორებით ტელევიზიიდან და შემდეგ დავბრუნდი. ეს იყო რაღაც ავტომატურად, ნამდვილად ვერ ვუშვებდით რეალურად, რომ გაბედავდნენ და ტელევიზიასაც დაესმებოდნენ თავს. ზუსტად 20:40 საათი იყო, „ქრონიკა“ მიმდინარეობდა და დასასრულისკენ მოხდა ეს შემოჭრა. საშინელი ხმები ისმოდა.

ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მერე კადრებშიც ვნახეთ, რომ ეს არ იყო შემოსვლა, არც შემოჭრა - ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით. ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე - აპარატურას და რაც კი შეხვდებოდათ. ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველა დააწვინეს ხელებით წინ, იატაკზე. შეანგრიეს საეთეროს კარები. მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა. ამას ეძებდნენ, საიდან [გაეთიშათ] და ამიტომ ყველაფერს ლეწავდნენ“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748005056

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...

ლევან მოსეშვილი

1748003623

ახალი ამბები

26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, შეფერხებულია მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - მერია განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ...

მანქანა

1748002771

ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ს...

საქართველოს კულტურის სამინისტრო

1748002243

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია

ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...

შალვა პაპუაშვილი

1748001736

საზოგადოება

მეუფე შიო - აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდეა

„აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდეა... გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს...

ლლლ