თეა წულუკიანი: მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და ასწიეს ჰაერში. ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზედაც ქართველი კაცის ღირსება დგას

„მთელმა საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და ხმა რომ გამოდიოდა ციხიდან, რომ ხალხს აწამებდნენ. კიდევ უფრო მტკივნეული იყო, მათ შორის, მამაკაცი პატიმრებისთვის და აღარაფერს ვამბობ თავისუფლებაზე მყოფი პირებისთვის, ვინც შეესწრო ამ ყველაფერს, ქალების დაპატიმრება. ეს იყო ის, რამაც მე პირადად მათქმევინა, რომ საკუთარ დედას თუ დაუშავებდა სააკაშვილი რამეს, თორემ იმის იქით წმინდა არაფერი არსებობდა“, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადება პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს მოჰყვა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მესტიაში, საკრებულოს წევრის ნელი ნავერიანის დაპატიმრების თემას შეეხო.
„ქალბატონი ნელი ნავერიანი, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, სვანებმა არ გაატანეს და ვერ აკავებდნენ. ამიტომ გამოიგზავნა ვერტმფრენი და დასვეს იქ, სადაც იყო და აწიეს ჰაერში, პატიმარი წაიყვანეს. სვანეთს ქალი მოსტაცეს, ასე ვთქვათ. ეს არის ყველა იმ ღირებულების უხეში ხელყოფა, რაზეც დგას ქართველი კაცის ღირსება. იმას არ ვამბობ, რომ ქალი თუ დანაშაულს ჩაიდენს ის არ დააკავო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ქალთა დაწესებულება, მაგრამ როდესაც პატივსაცემი ქალი, იცი, რომ არის ქალობაში ავტორიტეტი თავის რეგიონში, აქვს ღირსება, არაფერი დაუშავებია, კაცები დადგნენ და არ გატანენ და შენ მას ვერტმფრენით მათ მოსტაცებ, ჩააგდებ ციხეში და მერე მის უფლებებს შელახავ, ამით უკვე ქართველი ერის ის ყველაფერი შეურაცხყვეს, რაზეც ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ქართული ღირებულებები და მთა დგას“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
1748008247
ახალი ამბებითემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...
1748005786
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1748005056
საზოგადოებალევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...
1748003623
ახალი ამბები26 მაისის ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, შეფერხებულია მოძრაობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - მერია განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ...
1748002771
ახალი ამბებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ს...