ცესკო საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე: დაინტერესებული მხარეები კვლავ ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე

საარჩევნო ადმინისტრაცია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე.
აღნიშნულის საპასუხოდ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ცესკო საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავრცელებულ მორიგ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით, უკვე ტრადიციული და კარგად ნაცნობი სქემით გრძელდება და რომლის კამპანიურობის ხელშეწყობა ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა, რითაც დაინტერესებული მხარეები კვლავ ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ხსენებული ტელეკომპანიის მხრიდან მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ არაერთ შემთხვევაში დაადგინა დარღვევა.
შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით ცესკო საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღება რეგულირდება და თითოეულ ჩართულ მხარეს - იქნება ეს პოლიტიკური სუბიექტი, მედია თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია, თანაბარი უფლება აქვს აწარმოოს გადაღება შესაბამისი წესის დაცვით, კონკრეტული დაინტერესებული პირები ცდილობენ საკითხის მანიპულაციურად წარმოჩენას. მათი კრიტიკის საგანი გახდა საარჩევნო უბნებზე მოქმედი კანონმდებლობის დაცვით დამონტაჟებული ვიდეოკამერები. მათი ვარაუდებითა თუ მტკიცებით, კამერების ტექნიკური მახასიათებლები ამომრჩევლის კონტროლის საშუალებას იძლეოდა და საარჩევნო ადმინისტრაციას ასეთი მონაცემების კამერების მუშაობა არ უნდა დაეშვა.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ზოგიერთი ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც დღეს ამ კანონიერ პრაქტიკას აკრიტიკებს, წარსულში არღვევდა კანონს და საარჩევნო უბანზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა, სხვა სივრციდანაც ახორციელებდა გადაღებას/პირდაპირ ტრანსლირებას, მათ შორის, ამომრჩევლის ნების დაფიქსირებისას, რაც პირდაპირ არღვევდა როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობას. სწორედ ამ დარღვევებზე რეაგირების საჭიროების გამო რამდენიმე კვირის წინ ცესკომ დადგენილებით დააზუსტა ვიდეოგადაღების საკითხები.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ - ფოტო-ვიდეო გადაღება, რომელსაც უფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან აწარმოებდნენ, არის კანონმდებლობით ნებადართული ქმედება და ასეთ ქმედებაზე აჟიოტაჟი იმ პირთა მხრიდან, რომლებიც კანონით დადგენილი გადაღების წესის უხეში დარღვევით პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცესს და ასაჯაროებდნენ მათი პერსონალური ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას, თავად ამ მხრივ კანონის დამრღვევნი დღეს ცდილობენ დარღვევა წარმოაჩინონ იქ, სადაც ის არ არის, რაც ცალსახად მანიპულაციაა და მიუღებელია საარჩევნო ადმინისტრაციისათვის.
ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა შერჩევითი კრიტიკა. იმის მტკიცება, თითქოს აღნიშნული კამერები გადაღებული მასალის ლაივ რეჟიმში გადაცემით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა, არ ემყარება არანაირ ფაქტს და ვერ პასუხობს სამართლებრივ რეალობას - კანონმდებლობა არ განსაზღვრავს კამერის ტექნიკურ მახასიათებლებს და არ ანიჭებს საარჩევნო ადმინისტრაციას უფლებამოსილებას, ამ ნიშნით შეაფასოს და შეზღუდოს ვიდეოკამერის გამოყენება საარჩევნო უბანზე. ამდენად, ყველა უფლებამოსილ პირს კანონის შესაბამისად აქვს შესაძლებლობა საარჩევნო უბანზე სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან აწარმოოს ფოტო-ვიდეო გადაღება.
დაინტერესებული მხარეები, ასევე, მანიპულაციურად იყენებენ იმ ფაქტს, რომ აღნიშნული კამერებით საარჩევნო ადმინისტრაციამ 2021 წლის არჩევნებზე ისარგებლა. გაუგებარია, რა კითხვის ნიშნებს შეიძლება ბადებდეს ეს საჯარო ფაქტი, რომელიც აღნიშნულ არჩევნებზე პროცესში გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლებას ემსახურებოდა. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული ვიდეოკამერებით მიმდინარეობდა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, რის შემდეგაც ვიდეომასალა აიტვირთა გუგლ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მაშინ ეს საკითხი სადავო და პრობლემური არ გამხდარა არცერთი მხარისთვის.
ცესკო მკაფიოდ აფიქსირებს შემდეგს:
ფოტო-ვიდეო გადაღება საარჩევნო უბანზე არის დასაშვები მხოლოდ იმ პირობებში, რაც განსაზღვრულია კანონით
ცესკო ვალდებულია, იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილი სტანდარტების საფუძველზე და არ ეყრდნობა რომელიმე სუბიექტის მანიპულაციას ან ტექნიკურ ვარაუდებს
ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც არღვევს საარჩევნო პროცესის წესრიგს ან ამომრჩევლის კონფიდენციალურობას, ცესკო ახდენს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის რეაგირებას
აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული პოზიციები არა მხოლოდ არათანმიმდევრულია, არამედ ცხადად ადასტურებს პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედების მოტივს, რის შედეგადაც ზიანდება საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. ცესკო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისა და ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობისგან.
ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კანონის უზენაესობის და გამჭვირვალე, სამართლიანი საარჩევნო პროცესის დაცვას როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1747834664
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...
1747833642
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, ევროკავშირის კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვი...
1747833122
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7401 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747832533
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში
„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ...
1747830806
საზოგადოებაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა. სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომი...