ბაჩო ოდიშარია: „ოსკარის“ დაჯილდოებაზე, ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, „პრორუსულმა“ „ანორამ“ გაიმარჯვა, არადა ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა „ემილია პერესს“, მიუზიკლს ნარკობარონზე, რომელიც სქესს იცვლის და ქალი ხდება

დღეს „ოსკარის“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, „პრორუსულმა“ „ანორამ“ გაიმარჯვა, არადა დღევანდელი ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა „ემილია პერესს“, მიუზიკლს ცივსისხლიან კოლუმბიელ ნარკობარონზე, რომელიც სქესს იცვლის და ქალი ხდება, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დღევანდელი ჰოლივუდის ლოგიკით, გამარჯვებული უნდა გამხდარიყო ფილმი „ემილია პერესი“, თუმცა, მთავარი როლის ტრანსი შემსრულებლის რასიზმის შემცველი ძველი „ტვიტების“ გამო, ფილმი, რომელიც რეკორდულად ბევრ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს გარეშე დარჩა.
ოდიშარიას განმარტებით, ამის მიზეზი ჰოლივუდის ელიტაში გაჩენილი დილემაა, სექსუალური უმცირესობისთვის დაეჭირათ მხარი, თუ რასობრივისთვის და არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაკეთდა, რასაც იგი შემდეგნაირად ხსნის - „ვოუქიზმი ვოუქიზმს დაეჯახა და ვოუქიზმმა გაიმარჯვა“.
„დღეს „ოსკარის“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც ლიბერალების პრიზმიდან რომ შევხედოთ, „პრორუსულმა“ „ანორამ“ გაიმარჯვა, არადა დღევანდელი ჰოლივუდის ლოგიკით, ტრიუმფი უნდა ეზეიმა „ემილია პერესს“, მიუზიკლს ცივსისხლიან კოლუმბიელ ნარკობარონზე, რომელიც სქესს იცვლის და ქალი ხდება, მაგრამ ვოუქიზმის ყველაზე სასაცილო ტრადიციებში, მთავარი როლის ტრანს შემსრულებელს ამოუგდეს ძველი ტვიტები, სადაც რასისტული კომენტარებით გამოირჩეოდა. გაჩნდა დილემა ჰოლივუდის ელიტაში, სექსუალურ უმცირესობას დაუჭირონ მხარი თუ რასობრივს? ვინაიდან რასობრივი უმცირესობა მეტია თავად ინდუსტრიაშიც და მთლიან მოსახლეობაშიც, არჩევანი ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გაკეთდა და „ემილია პერესი“, რომელსაც რეკორდული, 13 ნომინაცია ჰქონდა, ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღმა დარჩა. არადა ფილმი შექმნილი იყო, რომ „ოსკარის“ ყველა ლიბერალური კრიტერიუმი დაეკმაყოფილებინა და გამხდარიყო პირველი ფილმი ტრანსზე, რომელიც გაიმარჯვებდა, ჰყოლოდა პირველი ტრანსი მსახიობი, ვისაც დააჯილდოებდნენ, ექნებოდა ისტორია, რომელიც სასტიკ პატრიარქალურ სივრცეში მკვლელი ნარკობარონი კაცის მოწყალე და კეთილშობილ ქალად ტრანსფორმაციას გვიყვებოდა, მაგრამ ვოუქიზმი ვოუქიზმს დაეჯახა და ვოუქიზმმა გაიმარჯვა. ისე, დღევანდელი ოსკარის წესდებას რომ გადავხედოთ, სადაც აუცილებელია მსახიობების მინიმუმ 30 პროცენტი უმცირესობას წარმოადგენდეს, ისტორია უმცირესობების შესახებ გვესაუბრებოდეს, შემოქმედებით ჯგუფში უმცირესობები იკავებდნენ მინიმუმ ორ პოზიციას და ა.შ. ისეთი ფილმები, როგორიცაა „ნათლია“, „ამადეუსი“, „ირმებზე მონადირე“ თუ სხვა შედევრები, საერთოდ ნომინაციის მიღმა დარჩებოდნენ“, - წერს ბაჩო ოდიშარია.
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...