„ქრისტე ღმერთის სიყვარულშია და არა მის უარყოფაში, ბიბლიასთან და ჯვართან ერთად!“ - გიორგი ლობჯანიძე შობის დღესასწაულზე

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამის თევით ჩატარდა.

შობა ერთ–ერთი, უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია. მართლმადიდებლები შობის დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით ზეიმობენ. ბერძენმა მართლმადიდებლებმა შობის დღესასწაული ბეთლემში აღნიშნეს.

შობის დღესთან დაკავშირებით ასტროლოგი, ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას საყოველთაოდ გამორჩეულ დღეს ულოცავს: 

„ქრისტეს შობას გილოცავთ ყველას! საყოველთაოდ გამორჩეული დღეა! მთელი ცხოვრების არსი და დანიშნულება ჩვენს მატერიალურ სამყაროში ღვთის შეცნობას ეფუძნება და არაფერია იმაზე უფრო ამაღელვებელი და დიადი წუთები, როცა იცი რომ უფლის განკაცებით ჩვენი, როგორც კაცობრიობის ბედის ჩარხიც წაღმა დატრიალდა!

ქრისტიანობას ვერ იგებენ და ვერც გაიგებენ მხოლოდ წარმართულ ფილოსოფიაზე შეყენებული ხალხი. ქრისტიანობის მთავარი დანიშნულება ცოცხალი ღმერთის პოვნა და მსახურებაა და არა რომელიმე ფიტულის ან კულტის თაყვანისცემა!

არაფერია იმაზე უფრო ღრმა და უკიდეგანოდ სასიხარულო, როდესაც ხვდები რომ სამყაროში მარტო არ ხარ და მას თავის შემქმნელი ჰყავს! წყარო სიცოცხლისა - ზუსტად ქრისტეა! ვერავინ მივა მამასთან მის გარეშე! შესაბამისად, ამ მატრიცულ გარემოსაც მისგან გვერდის ავლით ვერავინ დატოვებს!

2000 წლის წინ, რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა სამხედრო და საგადასახადო საქმეების მოწესრიგების მიზნით ქვეყანაში საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. იუდეა იმხანად რომის პროვინცია იყო. მათივე წესით, ყველა უნდა გამოცხადებულიყო იმ ქალაქსა და სოფელში, საიდანაც იყო წარმოშობით. იოსები და ქალწული მარიამი კი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის დავითის შთამომავლები იყვნენ და დაბა ბეთლემში, დავითის სამშობლოში ჩავიდნენ.
წმინდა წერილის განმარტებლები კარგად გვიხსნიან რომ ზოგადად, ღამე - ეს დიდ საიდუმლოსთანაა ასოცირებული, ამაზეა შემდეგ ნათქვამი - შობის „ღამეს“ სასწაული ხდებაო ... მართლაც საოცარია!

მაგრამ, მეორე მხრივ, ღამე, როდესაც არავის ეცალა უფლისთვის, ზუსტად უკუნით ღამეში იბადება მაცხოვარი, რაც ნიშანია ჩვენი სულიერი და ფსიქოლოგიური, მენტალური მდგომარეობისა ამ წუთისოფელში. ღამეს, დამატებით, ეს დატვირთვაც აქვს, რაც აღწერს ჩვენს შინაგან სამყაროს, რა დაცემულ და წამხდარ სულიერ ნოტაზე ვიმყოფებოდით და ვართ, სამწუხაროდ, ახლაც.

ქრისტეს განკაცებით ადამსა და ღმერთს შორის ჩატეხილი ხიდი კვლავ აღდგა. ისევ გაიღო კაცთათვის სამოთხის კარი. წელთაღრიცხვამაც კი ათვლა მიწიდან ზეცისკენ დაიწყო და შეწყდა წუხილი, რაც ესოდენ ტანჯავდა იმ დროის სამყაროს.

რადგან ღმერთისთვის არავის ეცალა, ბაგაში შვა ქალწულმა სასწაულებრივ, უმტკივნეულოდ იესო. თავადვე გაახვია სელის ჩვრებში და ჩააწვინა საქონლის ბაგაში.

დააკვირდით: ამ ნაბიჯით მთელი სამყაროს შემოქმედი თავს ბოლომდე იმდაბლებს და ამით გვასწავლის, ესაა ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ნიშანი, რომ ამპარტავნებით, ქედმაღლობით, ეგოიზმით და აგრესიით, ძალით კი არა, არამედ - სიყვარულით, პატივისცემით და რაც მთავარია თავმდაბლობით მიეახლები უფალს. როგორც წმინდა ბერი გაბრიელი იტყოდა: უფალმა მდაბალთ მისცეს მადლი!

იმ ღამეს მთავარნგელოზი გაბრიელიც გამოეცხადათ ადერის კოშკში დაბანაკებულ მწყემსებს და შემოქმედის შობა ახარათ! რაც შეეხება, მოგვებს: რამდენიმე თვით ადრე ცაზე გამოჩნდა უჩვეულო ვარსკვლავი, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ცაზე შობის ვარსკვლავი მაშინ გამოჩნდა, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა წმინდა ქალწულს ქვეყნიერების მხსნელის მოვლინება.

მრავალმა წარმართმა, სპარსეთში ებრაელთაგან იცოდნენ მესიის მოვლინების შესახებ. იხილეს რა მოგვებმა უფლის განკაცება ბაგაში, მიხვდნენ რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებაში და დიდებულ დარბაზში კი არა, არამედ, სიღარიბეში, მორჩილებაში და ამქვეყნიურის მოძულებაში იყო!

მოგვებმა ღმერთს მიართვეს ოქრო, მური და გუნდრუკი. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი, როგორც - ღმერთს და მური, როგორც - კაცს. სამივე მოგვი წლების მერე თომა მოციქულმა სპარსეთში ქადაგებისას მოაქცია ბოლომდე ქრისტიანობაზე და მათი წმინდა ნაწილები დღეს კელნის ტაძარშია დაკრძალული.

ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი მაძიებელი, ფილოსოფოსი, ვარსკვლავმცოდნე, ფსიქოლოგი თუ სხვა! ქრისტე ღმერთის სიყვარულში და არა მის უარყოფაში, ბიბლიასთან და ჯვართან ერთად!
შობის ღამეს დანთებული სანთელი კი არის აუცილებლობა და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ქრისტეს, ვაღიარებთ მის სამსახოვან ბუნებას და ანთებული სანთლით ვცდილობთ კარი გავუღოთ უფალს რომ დაიბადოს იგი ჩვენში, რათა შევიცვალოთ და სახეცვლილი განვაგრძოთ სიარული ჩვენს ადგილსამყოფელში.

გილოცავთ კიდევ ერთხელ! დაესწარით მრავალს! ჯანმრთელი და ბედნიერი!

პ.ს. ტექსტზე ვმუშაობდი ჩემი შრომით, დაკვირვებით და პარალელურად, იმ მცოდნე პირების ტექსტებზე დაყრდნობით, რომლებიც წლებია ქრისტიანული სამყაროს წევრები არიან, როგორც რეალურ, ასევე ნეტ. სივრცეში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795198071

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ტრაგედია პირადი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, მორალისგან დაცლილია

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...

 დავით მათიკაშვილი

1795196078

ახალი ამბები

მანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარ...

დიალოგი გაიმართა

1795194951

ახალი ამბები

ნიკოლ ფაშინიანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს - ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა. ნიკოლ ფაშინ...

ნიკოლ ფაშინიანი

1795191951

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დ...

გიორგი კახიანი

1795189617

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუ...

ბიძინა ივანიშვილი