ბოლნისში სუ-25 ჩამოვარდა - დაღუპულია მფრინავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფა განიცადა საფრენ აპარატმა სუ-25. შედეგად, დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა.

სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720104231

ახალი ამბები

„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ცხოვრებაზე მადრიდში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც მაყურებელს Filmax Takes International-ს გამოფენაზე უკვე აჩვენეს. ფილმის სახელია „მატადორი“, რომლ...

მებრძოლი ილია თოფურია

1720101061

საინტერესო ამბები

„თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს“ - Bild

„ყოველწლიურად ფრინველის გრიპი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ჩნდება და მუტაციას განიცდის. თუ ზომები არ მიიღეს სავარაუდოა, რომ მომავალში ის შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წ...

ააა

1720098539

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ააა

1720093922

საზოგადოება

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში...

 გაჩენილი ხანძარი

1720090660

საზოგადოება

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ფერდზე ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მაშველები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. რამ გა...

ხანძარი ბათუმში