„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ, რაც სიცრუეა“ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ ფეისბუკში სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ. აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ყალბ გვერდებზე, ასევე, გამოყენებულია თბილისის მერიის ლოგო, ინფორმაციაში კი, ბარათის სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდას ითხოვენ.

„გვინდა, მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათების შეძენა შეგიძლიათ ჩვეული წესით, როგორც თბილისის მეტროსადგურებში, ისე საქართველოს ბანკის ფილიალებში.

მოვუწოდებთ მგზავრებს, არ ენდოთ მსგავსი ტიპის ინფორმაციას და პირველ რიგში, დარწმუნდით გვერდების სანდოობაში. მსგავს შემთხვევებში, ინფორმაცია ასევე, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720296261

ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ეს დღეს მხოლოდ საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც...

ზოგადი

1720292673

საზოგადოება

თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს

თბილისში გლოვოს კურიერი პნევმატიკური იარაღიდან დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლ...

პოლიციის ავტომობილი

1720289017

საზოგადოება

კახეთში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.  როგორც შინაგან საქმეთა სამ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1720283378

საინტერესო ამბები

„ეს არის ნიშნები, რა დროსაც მშობელმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს“- ექიმი პედიატრის გაფრთხილება!

„ზაფხულში თავს იჩენს სალმონელა. ბაქტერიული ინფექციები ნაწილობრივ მაინც უნდა გამიჯნოს მშობელმა და 1/2 დღეში განგაშის ზარი ატეხოს. მრავალჯერადი ღებინება, რაც ვირუსს ნაკლებად ახასიათებს, დიარეა, რომელიც...

ექიმი ნანა ტექნაძე

1720275771

სოციალური მედია

რას წერს გარდაცვლილი პროფესორის ცოლი - „მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ“

 მწერალ ირმა მალაციძის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგული 57 წლის პროფესორი, გიორგი გახელაძე იყო, რომლის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და მოხალისეები ი...

დაკარგული პროფესორის მეუღლე