„სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ამისთვის“ - ნიკა კვეკვესკირი

ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც თავის კლუბს, „ლეხ პოზნანს“ შეუერთდება. გამგზავრებამდე მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. 

„ევროპის ჩემპიონატზეც ვგრძნობდით საქართველოდან წამოსულ პოზიტიურ ენერგიას. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ ვიდეოს ვხედავდით, რაც ენერგიით გვავსებდა ჩემპიონატის დროსაც, მაგრამ აქ რაც მოხდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მე მგონი სრული სიგიჟე იყო, რაც ქართველმა გულშემატკივრებმა შეძლეს და კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ჩვენ, ფეხბურთელები და ალბათ მთელი საფეხბურთო ევროპა, იმიტომ რომ ყველგან გავრცელდა ეს კადრები და ყველა შოკში იყო დადებითად, იმით თუ რამდენად უყვართ საქართველოში ფეხბურთი.

რაც შეეხება წასვლას, ასეთი რთული არასოდეს ყოფილა საქართველოს დატოვება, იმიტომ რომ მიხარია, რომ ჩვენს ერს ვხედავ ბედნიერს, ერთიანს და პოზიტიური ენერგიით სავსეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ამისთვის“, - განაცხადა კვეკვესკირმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720296261

ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ეს დღეს მხოლოდ საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც...

ზოგადი

1720292673

საზოგადოება

თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს

თბილისში გლოვოს კურიერი პნევმატიკური იარაღიდან დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლ...

პოლიციის ავტომობილი

1720289017

საზოგადოება

კახეთში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.  როგორც შინაგან საქმეთა სამ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1720283378

საინტერესო ამბები

„ეს არის ნიშნები, რა დროსაც მშობელმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს“- ექიმი პედიატრის გაფრთხილება!

„ზაფხულში თავს იჩენს სალმონელა. ბაქტერიული ინფექციები ნაწილობრივ მაინც უნდა გამიჯნოს მშობელმა და 1/2 დღეში განგაშის ზარი ატეხოს. მრავალჯერადი ღებინება, რაც ვირუსს ნაკლებად ახასიათებს, დიარეა, რომელიც...

ექიმი ნანა ტექნაძე

1720275771

სოციალური მედია

რას წერს გარდაცვლილი პროფესორის ცოლი - „მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ“

 მწერალ ირმა მალაციძის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგული 57 წლის პროფესორი, გიორგი გახელაძე იყო, რომლის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და მოხალისეები ი...

დაკარგული პროფესორის მეუღლე