„ამას არ სჯის არცერთი სახელმწიფოს კოდექსი, სამაგიეროდ, სჯის ცხოვრება და ისტორია“ - რას წერს გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

„1987 წელს იოსიფ ბროდსკიმ ნობელის პრემია მიიღო. ცერემონიაზე გამოსასვლელ სიტყვაში (რომელსაც მან "...თუ უკან მოვიხედავ" უწოდა) ამბობს:

„იმის გამო, რომ არ შეიძლება არსებობდეს კანონი, რომელიც დაგვიცავს საკუთარი თავისგან, არც ერთი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სასჯელს ლიტერატურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. და ამ დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმეა არა ავტორთა დევნა, არა საცენზურო შეზღუდვები და მათი მსგავსნი, არცა წიგნების კოცონზე დაწვა. არსებობს უფრო მძიმე დანაშაული - წიგნების უგულებელყოფა, მისი წაუკითხაობა. ამ დანაშაულისთვის ადამიანი პასუხს აგებს მთელი თავისი სიცოცხლით, თუ ასეთ დანაშაულს ერი სჩადის, ამას თავისი ისტორიით გამოისყიდის". ("ნობელიანტების ლექციები", გამომცემლობა "ინტელექტი", 2023, გვ. 417)
ამ აზრითა და შეგრძნებით, წიგნის წაუკითხაობა ანუ გაუნათლებლობა (სხვაგვარად - უვიცობა) ერთი კაცისა თუ მთელი ხალხის ტრაგედიაა.

უფიქრო ცხოვრება ღმერთისგან ჩვენთვის გამოყოფილი დროს ფუჭი ხარჯვაა. ტყუილად არ აწერია დელფოსის ტაძარს:

„შეიცან თავი შენი".ვინც ამას არ ცდილობს და არც აკეთებს, დანაშაულს სჩადის ლიტერატურის წინაშე. ამას არ სჯის არცერთი სახელმწიფოს კოდექსი.სამაგიეროდ, სჯის ცხოვრება და ისტორია“, - წერს გია მურღულია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726830602

მსოფლიო

ლონდონში საათში ერთხელ ოფიციალურად ერთი გაუპატიურება რეგისტრირდება

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში საათში ერთხელ ერთი გაუპატიურება რეგისტრირდება. ამის შესახებ BBC იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს ლონდონის პოლიციაში გაუპატიურების შესახებ 8, 800 შეტყობინე...

ძალადობა, გაუპატიურება

1726826876

საზოგადოება

პროკურატურის ცნობით, კესარია აბრამიძეს, დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული - დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა, და...

კესარია აბრამიძე

1726825740

საზოგადოება

თბილისში 13 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხის თავზე ელექტრო ანკესს აწყობდა, ამ დროს კი ანკესი ელექტროსადენს შეეხო და დ...

პოლიცია

1726822395

მსოფლიო

აშშ-ში 8 წლის გოგომ მანქანა მოიპარა და ყავის დასალევად წავიდა

აშშ-ის ოჰაიოს შტატში 8 წლის გოგომ მშობლების მანქანა მოიპარა და კაპუჩინოს დასალევად წავიდა. ამის შესახებ boingboing.net იუწყება.  პატარა ამერიკელმა 20 კილომეტრის გავლა მოახერხა, შემდეგ მანქანა Target-ი...

აშშ-ში 8 წლის გოგომ მანქანა მოიპარა და ყავის დასალევად წავიდა

1726819872

ჰოროსკოპი

„კარგი დროა უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად“ - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 20  სექტემბრის შესახებ ისაუბრა და საზოგად...

ხათუნა ნოელი