20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

მუშაობის განწყობა არ გაქვთ და მიზეზებს ეძებთ, რომ საკუთარი მოვალეობები სხვას გადააბაროთ. გირჩევთ, მარტივი საქმით და კოლეგებთან სასიამოვნო საუბრით დაიწყოთ და მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ. მოერიდეთ სარისკო აქტივობებს. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ ახლობლებისა და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ, ამიტომ უმნიშვნელო წვრილმანები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამუშაო პრობლემებისგან ცოტა ხანს დაისვენოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. დაურეკეთ ან მოინახულეთ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ. სამსახურში შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ამბავი გაიგოთ. საღამოს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ. დაძაბული კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

ტყუპები

ბოლო დღეებში ბევრი წვრილმანი და უსიამოვნო საქმე დაგიგროვდათ, რომლებსაც დროულად უნდა მიხედოთ, რათა ყურადღება არ გაგეფანტოთ. მიზნის მისაღწევად სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ, მაგრამ თანამოსაუბრეზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, საყოველთაოდ მიღებული წესები არ დაარღვიოთ. მოერიდეთ საჯარო ღონისძიებებზე დასწრებას და ხალხის თავშეყრის ადგილებს.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დროა ძველი შეცდომების გამოსწორებისა და შესრულებული სამუშაოს შემოწმებისთვის. ნუ დაიზარებთ და ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, რათა შედეგში დარწმუნებული იყოთ. თუ ადამიანებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ პირდაპირ უთხარით, მაგრამ ეს აგრესიის და უხეშობის გარეშე უნდა გააკეთოთ. ეცადეთ, ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

ლომი

ამ დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების მოგვარება იქნება. გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი სიამოვნებისა ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენისთვის დიდი ფული დახარჯოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამის გაკეთებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა, წარსულის ზოგმა პრობლემამ თავი შეგახსენოთ და იძულებული იქნებით სასწრაფოდ მოაგვაროთ.

ქალწული

დღეს მიღებული გადაწყვეტილება მომავალ მოვლენებზე გავლენას მოახდენს, ამიტომ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველი საქმეებთან დაბრუნება და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა გააფუჭოს.

სასწორი

ამ დღეს ვარსკვლავები კოლეგებთან ურთიერთობის შეზღუდვას და მთელი ყურადღების სამუშაო საკითხებზე გადატანას გირჩევენ. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით შეიძლება საყვარელ ადამიანს გული ატკინოთ. თუ თქვენი ურთიერთობა უკვე დაძაბულია, გირჩევ, ეს დღე ერთმანეთისგან მოშორებით გაატაროთ - სიტუაცია მალე შეიცვლება. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

მორიელი

შესაძლოა, შეხედულება შეიცვალოთ რაღაც საკითხზე, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, სახლი ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ ეს ისე გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/20-sektembris-astrologiuri-prognozi-4396

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726809687

საზოგადოება

„მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად დავდებ…“ – მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც ინდირა ამბობს, კესოსთან ხშირად უსაუბრია, შეიძლებოდა თუ არა მისი მეგობარი ბიჭის ნდობა. მომღერლის...

ინდირა და კესო

1726777701

სოციალური მედია

„9 წელი ქორწინებაში“ - ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს ს...

ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე

1726774651

საზოგადოება

წყალი 22 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „20 სექტემბერს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშა...

წყალი შეწყდება

1726766934

სპორტი

„ბავშვობიდან ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო... როცა ამ ჯილდოზე წარმადგინეს, გავიფიქრე - „უკვე საუკეთესოთა შორის ვარ“ - გიორგი მამარდაშვილი

„ვალენსიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა VCF Media-სთან ინტერვიუში თავისი კარიერული წარმატების შესახებ ისაუბრა.  გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან და...

 გიორგი მამარდაშვილი

1726761546

სოციალური მედია

„ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სასტიკად გაგწირავდნენ!“ - ნატა გულიაშვილი კესარია აბრამიძეს ემშვიდობება

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით...

ნატა გულიაშვილი