გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციომ უცვლელად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი  და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

"აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.
სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 “ჩემი ოჯახი, ჩემს ეზოში ფეხშიშველი სიარული მენატრება” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

🔵 "ვატიკანში გალობით, ზოგის თქმით - ევროპაში შევედით - ზოგმა გააკრიტიკა... ჩამოვყალიბდეთ, ევროპაში ვართ, თუ ცოდვაში…"

🔵 "ზებრაზე კინაღამ მანქანამ გამიტანა - საჭიდან მონაზონმა ღვთისნიერი ხმით მომიგო – უფალი გფარავდესო. ახლაც გიჟივით ვიცინი"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე

1714112840

სოციალური მედია

„თქვენ რას ფიქრობთ? გოგოა თუ ბიჭი?“- ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებენ

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცოტა ხნის წინ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუზიარეს, ისინი მალე, მეორე შვილის მშობლები გახდებიან. წყვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვე...

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

1714075598

ახალი ამბები

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურშიწყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/04 20:00-დან 26/...

წყალი

1714075104

ახალი ამბები

„რუსთაველზე შეკრებილებმა ხელოვნურად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი“ - სამართალდამცავი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამას, სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება - გაეთავისუფლებინათ გზის...

 სამართალდამცავი

1714074943

ახალი ამბები

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო“- თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - ამის შე...

მინისტრი