ირაკლი კობახიძე: კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი

კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი, აქაც კი აჩვენებენ საკუთარ მძიმე მდგომარეობას, ბიუროკრატიას ვგულისხმობ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვაც დამოკიდებული იქნება აშშ-ში „დიფსთეითის“ დამარცხებაზე.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ევროპაში ზუსტად ისე, როგორც აშშ-ში უნდა დამარცხდეს.

„როდესაც სამართლებრივი საფუძველი არ გაქვს და მაინც უხეშად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იღებ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთვის თითქოს პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი პრინციპების და ნორმების წინააღმდეგ წასვლა.

დანარჩენი არის ყველაფერი უბრალოდ პოლიტიკური აბსურდი, აბსურდის თეატრი, შესაბამისად, მაინცდამაინც საინტერესო არ არის ეს ყველაფერი ჩვენთვის.

რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას, ესეც იქნება დამოკიდებული აშშ-ში „დიფსთეითის“ დამარცხებაზე და შესაბამისად, ევროკავშირში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების დამარცხებაზე.

ეს თუ ასე მოხდა, მყისიერად გადაიტვირთება ურთიერთობები. თუ „დიფსთეითის“ გავლენა შენარჩუნდა ასეთი მასშტაბით ევროკავშირზე, როგორიც არის დღეს, რა თქმა უნდა, სირთულეები დარჩება. იმედი გვაქვს, „დიფ სთეითი“ ზუსტად ისევე დამარცხდება ევროპაში, როგორც უნდა დამარცხდეს აშშ-ში“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738246172

მსოფლიო

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდა...

ბავშვი

1738245556

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს. „ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმუ...

დიმიტრი ხუნდაძე

1738245433

მსოფლიო

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამსახურის უფროსის, ჯონ დონელის გა...

ვაშინგტონი

1738244513

ახალი ამბები

პრემიერი: სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ

„დღეს მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...

ირაკლი კობახიძე

1738242476

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8761 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8784 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი