ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, ფაქტობრივი სიზუსტით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რა დანაშაულები იქნა ჩადენილი რეჟიმის მიერ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, გამოვლენილი ფაქტების კვალდაკვალ არ გამოირიცხება სისხლის სამართლებრივი დევნაც

„მნიშვნელოვანია, ფაქტობრივი სიზუსტით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რა დანაშაულები იქნა ჩადენილი რეჟიმის მიერ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ეს არის მკვლელობა, წამება, საპატიმროებში არსებული ვითარება, ბიზნესის რეკეტი, ომის დანაშაული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი ‎LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არის დღესავით ნათელი.

„მათი მთავარი დანაშაული მაინც არის 2008 წლის ომის დანაშაული, რაზეც მერე აღიარეს, რომ თავად დაიწყეს 2008 წლის ომი. ყველა ეს დანაშაული არის სრულფასოვნად კიდევ ერთხელ გამოსაძიებელი, ჩასაძიებელი და ამით იქნება დაკავებული საგამოძიებო კომისია. რაც შეეხება შედეგებს, ერთი - თუ არ იქნება თანამშრომლობა საგამოძიებო კომისიასთან, ამისათვის არის გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის სასჯელი შესაბამისი სანქცია და მეორე - რაც შეეხება შესაძლო გაგრძელებას, ბუნებრივია, გამოვლენილი ფაქტების კვალდაკვალ შეიძლება, დადგეს სხვადასხვა ტიპის გაგრძელება დღის წესრიგში, მათ შორის არ გამოირიცხება სისხლის სამართლებრივი დევნაც. ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ აქ საუბარია უმძიმეს დანაშაულებზე. ომის დაწყებაზე ვსაუბრობთ, რასაც შეეწირა 400-ზე მეტი ადამიანი და 30 ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში და მოხდა ე.წ. აღიარება ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის. ეს ყველაფერი მოიტანა მათმა უმძიმესმა დანაშაულმა.

150 ადამიანი მარტო ქუჩებში მოკლეს, ძირითადად ახალგაზრდები. წამებასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ წამების სისტემური პრაქტიკა მოქმედებდა ჩვენს ციხეებში. კონკრეტულ საქმეებზე აქვს გამოტანილი გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოს. ხელის გულზე დევს უამრავი საქმე. როგორ ართმევდნენ ადამიანებს ქონებას, როგორ აყაჩაღებდნენ. ამას შეეწირა უამრავი ადამიანის, ათიათასობით ადამიანის არა მარტო კეთილდღეობა, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობა და სიცოცხლე ისეთ მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი. ეს არის დანაშაულების მთელი წყება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო, რომ ევროკავშირის ელჩი ოფიციალურად მოუწოდებდა ქართველ ხალხს, ამ ადამიანების, მწამებლების, მკვლელების, რეკეტიორების, ომის დამწყებების ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ. როგორ შეიძლება, ასეთი რამე ხდებოდეს, როგორ შეიძლება, გერქვას ევროპელი და ასეთი მოწოდებით გამოდიოდე ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის სირცხვილი და მეტი არაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738253155

სპორტი

ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა

 საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „რეიმსთან“ სადებიუტო მატჩში შესრულებული საგოლე პასი ქართველს ლიგა 1-ის ვებგვერდის ვერსიით ტურის სიმბო...

ხვიჩა კვარაცხელია

1738248558

საქართველო

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1738247180

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე

1738246238

სპორტი

პორტუგალიურმა კლუბმა ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ფამალიკაომ“ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.  „ოთარ მამაგეიშვილი...

ოთარ მამაგეიშვილი

1738246172

მსოფლიო

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდა...

ბავშვი