ჯორჯ ლუკაიდესი: მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს
„მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ჯორჯ ლუკაიდესმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა საქართველოს ოპოზიციას მოუწოდა, რომ პატივი სცენ თავიანთ მანდატებს და წარმოადგინონ თავისი ამომრჩევლები პარლამენტში.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს დელეგაციას, კეთილსინდისიერად გააგრძელოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან და დაუყოვნებლივ შეასრულოს რეზოლუციაში ნახსენები ყველა გადაუჭრელი საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს. კერძოდ, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.
ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს და წარმოადგინონ თავისი ამომრჩევლები. ეს უზრუნველყოფს მათ წარმომადგენლობას ამ ასამბლეაში, რაც საშუალებას მისცემს ყველა წევრს, აქტიურად შეიტანოს წვლილი ასამბლეის მუშაობაში და ხელს შეუწყობს დიალოგს ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის.
„გაერთიანებული ევროპული მემარცხენეები“ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო კოალიციაში მყოფ ოპოზიციას, იპოვონ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი. ჩვენ გთავაზობთ, ეს საკითხი განვიხილოთ აპრილის სესიაზე და მანამდე მხარს ვუჭერთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას“, - აღნიშნავს ჯორჯ ლუკაიდესი.
1738242476
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8761 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8784 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1738240985
ახალი ამბები„მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის“ - ირაკლი კობახიძე
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის არის...
1738240013
საქართველონიკოლ ფაშინიანი: დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარა, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგ...
1738238865
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 3 მილიარდ ლარამდე დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა, რაც 4.5 პროცენტით მეტია წინა წლის...
1738237134
საზოგადოებაკახა კალაძე დონ ტუიგზე: მერწმუნეთ, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა ძალიან მალე დამთავრდება
„ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა ძალიან მალე დამთავრდება“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის, დონ ტუიგის მიერ ბიძინა ივანიშვილი...