კახა კალაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და FARA-ს მნიშვნელობაზე: ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კომიტეტებში იწყებს, ქვეყნის დასაცავად უმნიშვნელოვანესია.
„დღეს სატელევიზიო მაუწყებლობა გაჯერებულია სიცრუით. ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცრუობენ კონკრეტული ტელევიზიები. მთლიანად მათი დღის წესრიგი აგებულია ტყუილის ტირაჟირებაზე და ამის შემდეგ, შენ გიწევს იმის მტკიცება, რომ მართალი ადამიანი ხარ. ყოველგვარი სიახლის მოგონების გარეშე, გადავწყვიტეთ, გადმოვიტანოთ ბრიტანული მოდელი. თუ გვინდა განვითარება და წინსვლა, შესაბამისად, გვექნება ის დამოკიდებულება, როგორიც არის დიდ ბრიტანეთში. ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს სიცრუის ის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება.
„ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებაში მოხდეს დაპირისპირება, პოლარიზება და ეს უნდა შევაჩეროთ კანონით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ე.წ. ამერიკულ კანონს, თბილისის მერის განცხადებით, ის საჭიროა იმისთვის, რომ უცხოური დაფინანსება იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.
„თქვენ ხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ჩვენს სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითზე“, „გლობალური ომის პარტიაზე“, არავის სჯეროდა, ხუმრობდნენ და მაქსიმალურად სურდათ, გაენეიტრალებინათ ჩვენი განცხადებები, თუმცა ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს. არსებობს „გლობალური ომის პარტიაც“ და დღეს აშშ-ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ებრძვის მას. ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში. გვინდა, გვჯეროდეს, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება პირდაპირ აისახება საქართველოსთან დამოკიდებულებაზე.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კარგადაც ჩანს, როგორ აქვს გადგმული ფესვები „გლობალური ომის პარტიას“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლით, ვიგრძნობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებას. შედეგად, ურთიერთობები დალაგდება და აღარ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყველა მათი განცხადება მიმართული იყო მეორე ფრონტის გახსნისკენ. ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – რევოლუციების მცდელობები, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებები, პოლარიზაციის გაღვივებისთვის ტელევიზიების გამოყენება – ყველაფერი უცხოური დაფინანსებით ხდებოდა. ამიტომ, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოროტების მანქანა, რომელიც მოქმედებს წლების განმავლობაში და რაზეც ასეულობით მილიონია დახარჯული, მიზნად ისახავდა უსამშობლო ადამიანების ჩამოყალიბებას, აგენტურის სახით, რომლებიც მზად არიან, ყველაფერს მოაწერონ ხელი, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომაც, ზუსტად FARA-ს ანალოგი კანონი გადმოგვაქვს, რომ ყველაფერი იყოს კონტროლირებადი და დანაშაულზე იყოს სისხლის სამართლის პასუხისგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...