ლევან დავითაშვილი - აბუ-დაბიში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, საქართველოში განხორციელდება რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ტრადიციულად აქვს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ეკონომიკური კუთხით.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ე.წ. ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

„ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ლეგალური საფუძველი იმისთვის, რომ გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო მიმართულებით ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში განხორციელდება რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია. ვფიქრობ, ეს მთლიანად შეცვლის საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე სურათს. ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო არის საიმედო, სანდო საინვესტიციო პარტნიორი და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს ეკონომიკის ძალიან დინამიკურ მიმართულებას. ასევე, ჩვენ გვექნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოში უკვე ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები სახელმწიფო კომპანიის მხრიდან. ეს არის „აბუ-დაბი პორტს გრუპი“, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ჯგუფის ნაწილია. ეს არის აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც თბილისში მშრალ პორტს ამთავრებს და მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის გახსნა, რადგან სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამაზე ჩვენ რამდენიმე წელია, ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად. ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან იმაზე, რომ გაფართოვდეს მათი წარმომადგენლობა საქართველოში და უმნიშვნელოვანეს, უმსხვილეს, ლოგისტიკურ სატრანსპორტო მიმართულებებში ჩვენ ვიხილოთ დამატებითი ინვესტიციები აბუ-დაბიდან. ასევე, ჩვენ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკულ პროექტებში ჩვენთან წარმოდგენილია „მასდარი“. აქაც, ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ხელშეკრულების დასრულების ეტაპზე, რადგან წინასწარი კვლევები უკვე დავასრულეთ. არსებობს პროექტი, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად ინტენსიურად ვითარდება. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737997570

ახალი ამბები

საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ბურჯ- ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

 საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა....

დროშა

1737996346

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა...

შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

1737994496

მსოფლიო

არჩევნების გამო დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

 დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქციების სიას ცხრა ახალი პუნქტი დაამატა. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. ბრიტანეთის მთავრობამ კანადასთან, ევ...

არჩევნების გამო დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

1737993118

ახალი ამბები

პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომანქანე...

მოძრაობა

1737991198

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულსაამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ-დაბისსაერთაშორისო აეროპორტში არაბთაგაერთიანებული საამიროების სახელმწიფომინისტრმა აჰმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა