ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არიან დაინტერესებულები, რომ უკრაინაში ეს ომი დასრულდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სანამ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა, არავის უზრუნია იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით დასრულებულიყო.
ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობის გარანტი საქართველოში.
„3 წელი გავიდა, რაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო და რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს უკრაინა ყველასთვის ნათელია. სამწუხაროდ, 20%-ზე მეტი ტერიტორია ოკუპირებული, ასობით ათასი უკრაინელი არის დაღუპული, ათობით მილიონი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი, ქვეყნის ინფრასტრუქტურის ნახევარი არის განადგურებული და.ა.შ
სამწუხაროდ, სანამ ბატონი დონალდ ტრამპი გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი, არავის უზრუნია იმაზე, რომ ეს ომი დასრულებულიყო მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით. როდესაც დონალდ ტრამპმა აქტიური ნაბიჯები გადადგა ვხედავთ, როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ. ამაში ჩართულები არიან - ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ესენი ყველანი „დიფთ სთეითს“ ემსახურებიან. ეს სუბიექტები, ვინც მე ჩამოვთვალე, არ არიან დაინტერესებულები, რომ უკრაინაში ეს ომი დასრულდეს.
ყველასთვის ნათელია, მით უმეტეს, დღეს როგორც ვითარდება ეს მოვლენები, თუ რამხელა ინტერესი იყო საქართველოს ამ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, ყურადღება გაეფანტა, ეს ომი კიდევ უფრო გაწელილიყო ვიღაცებს უფრო მეტი ფული ეშოვათ და რუსეთს აქ მოეცდინა დაახლოებით, 40-50 გაწვრთნილი ჯარისკაცი.
ჩვენ რა გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლად?! აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო, საგარეო პლატფორმებზე გაგვეკეთებინა. 600-მდე რეზოლუციას მივუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ შევიფარეთ ასობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით, მე მგონი, დღესაც მსოფლიოს მოწინავე პოზიციებზე ვართ. ერთადერთი არ გავაკეთეთ ის, რომ ამ ომში არ მივიღეთ მონაწილეობა.
ყოველთვის მყარად ვიდგებით, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი შანტაჟი იქნება, როგორი წნეხი იქნება, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...
1741092844
ახალი ამბებიმტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა
მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...
1741091557
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...