"მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, ღებინება" - ციციშვილის კლინიკში ბოლო 24 საათში, 35-ი კოვიდინფიცირებული ბავშვი მოათავსეს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს, ბოლო 24 საათში კლინიკას 35-მა პაციენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ აქამდე საშუალოდ მომართვიანობა დღეში 7-8 პაციენტს შეადგენდა.

რაც შეეხება ვაქცინირებულ პაციენტებს, რეხვიაშვილის თქმით, არც ერთი ვაქცინირებული ბავშვი კლინიკაში არ მკურნალობს.

"კლინიკაში ჯერ ადგილების საშუალება არის, თუმცა თითქმის სრულად დატვირთული ვართ.

დატვირთვა განსაკუთრებით გაიზარდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 20-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს და შესაბამისად, იქ რესურსი უკვე ამოწურული გვაქვს.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის.

ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში უფრო მძიმე პაციენტები მკურნალობენ.

ძირითადი გამოვლინება არის მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რესპირაციული ნიშნები.

მოგვმართავენ ასევე ქრონიკული დაავადებებით, დიაბეტით და სხვა ქრონიკული დაავადებებით, რომელიც კოვიდმა უფრო გაუმწვავა.

ვაქცინაცია იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომ არ გვყავს კლინიკაში ვაქცინირებული ბავშვები.

გვყავს ვაქცინირებული 18 მშობელი, მათთან დაავადება ან არ არის, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომებით მიდის, რაც ასევე მეტყველებს, რომ ვაქცინაციას თავისი ეფექტი აქვს.

ჩვენთან მცირე რაოდენობით კიდევ დარჩენილია არა კოვიდსაწოლები, რომლებიც სრულად გადატვირთულია და მოთხოვნა მაღალი იყო.

არიან ბავშვები ბრონქიოლიტებით, რომელიც არა კოვიდ ვირუსულმა ინფექციამ გამოიწვია და სხვა ქირურგიული და არაქირურგიული პათოლოგიები, თუმცა იქ ჩვენი რესურსი გაცილებით უფრო მწირია.

ამიტომ გვიწევს ასეთი ტიპის პაციენტებისთვის უარის თქმა", – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

სხვა სიახლეები:

🔳 "თუ ვერ მოვახერხებთ ყველა ადამიანის ვაქცინაციას, ჩვენ შევქმნით ახალ ვარიანტებს" - გაეროს გენერალური მდივნის გაფრთხილება მსოფლიოს

🔳 ამირან გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ, "ომიკორნიც" იწვევს გართულებას და დამძიმებას

🔳 ნინა კობახიძე: იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 70% აუცრელი და რისკის მატარებელია - ისევ აცრილები გავუფრთხილდეთ მათ სიცოცხლეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735211718

ახალი ამბები

დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი კაცი

საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია 1 კაცი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში acxadeben, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებ...

პოლიციაპოლიცია

1735211048

სოციალური მედია

„მასთან პიროვნული ერთობა არის გარანტია ჩვენი სიცოცხლისა, კავშირი, კომუნიკაცია, აქვე უნდა დაიწყოს...“ - მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება

ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერ...

თეოდორე გიგნაძე

1735202752

მსოფლიო

ტრამპი: შობას ვულოცავ რადიკალ შეშლილ მემარჯვენეებს, რომლებიც ჩვენი სასამართლოს სისტემის და არჩევნების შეფერხებას ცდილობენ, დევნიან აშშ-ის დიად მოქალაქეებს და განსაკუთრებით - მე

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ შობას რადიკალ მემარჯვენეებს ულოცავს, რომლებიც მისივე თქმით, გამუდმებით დევნიან ტრ...

დონალდ ტრამპი

1735202203

ჰოროსკოპი

„მეტად დაძაბული ასპექტი წარმოქმნის წინააღმდეგობებს ძველსა და ახალს შორის“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯე...

ხათუნა ნოელი

1735197223

სოციალური მედია

ვლადიმერ ბოჟაძე კარლ ბილდტის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს მტრების და ,,ნაცმოძრაობის" მეგობრების დამოკიდებულება, თურმე სხვებმა უნდა გადაწყვიტონ და არა საქართველოს მოქალაქეებმა, ვინ არის პრეზიდენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე შვედეთის ყოფილი პრემიერისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადა...

ვლადიმერ ბოჟაძე