„მეტად დაძაბული ასპექტი წარმოქმნის წინააღმდეგობებს ძველსა და ახალს შორის“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ინფორმაციულ პოსტს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აქვეყნებს, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„10 ნოემბრიდან მოყოლებული ცაზე იუპიტერისა და სატურნის ურთიერთ-დაძაბული ასპექტის - კვადრატურა გვაქვს, რომლის პიკიც, 25 დეკემბერს გვქონდა. იუპიტერი ტყუპების ნიშნიდან ებრძვის სატურნს, რომელიც თევზების ზოდიაქოში მოძრაობს.
ამ ასპექტს 9 იანვრის ჩათვლით ექნება სამყაროზე ზეგავლენა. გაზაფხული - ზაფხულში კი კიდევ ერთხელ გამეორდება. ორივე ეგრეთ წოდებული „სოციალური პლანეტები“ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციუმში აღძრულ პროცესებს განკარგავენ. ეს მეტად დაძაბული ასპექტი წარმოქმნის წინააღმდეგობებს ძველსა და ახალს შორის.
სატურნი არის ის, რამაც თავისი დრო მოჭამა, ხოლო იუპიტერი წარმოადგენს იმას, რაც ახალია, რაც უნდა განვითარდეს. ჩვენს თავზე განლაგებული პლანეტები გვამცნობენ, რომ ძველმა სისტემამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და დადგა დრო, როდესაც ასპარეზზე ახალი ძალები უნდა გამოვიდნენ. ჰარმონიული ასპექტის შემთხვევაში ეს უმტკივნეულო პროცესი იქნებოდა, მაგრამ კვადრატურა კონფლიქტური ასპექტია და მართლაც, ჩვენ ვხედავთ როგორ არ სურს ამორტიზებულ წარსულს დანებება და როგორ ებრძვის ის ახალს და პროგრესულს.
ვიდრე საუბარს განვაგრძობდე, რამდენიმე წლით უკან მინდა დავიხიო და გაგახსენოთ 2021 წლის 18 თებერვალი, როდესაც სწორედ იუპიტერისა და სატურნის შეერთების ფონზე მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ბატონმა გახარიამ ბევრისათვის სრულიად მოულოდნელად „წასვლაზე“ განცხადება დაწერა და დატოვა თანამდებობა. ოღონდ თუ გახსოვთ, ცოტა ხნით ადრე მე უკვე გაკეთებული მქონდა პროგნოზი მთავრობაში შესაძლო ცვლილებების შესახებ.
რას ვეყრდნობოდი, ალბათ გასაგებია - სატურნისა და იუპიტერის ციკლს. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო ისიც, რომ 2021-ში ამ 2 პლანეტის შეერთება მოულოდნელობებისა და ცვლილებების პლანეტა ურანთანაც კონფლიქტურ ასპექტში იყო.
რაც შეეხება მიმდინარე პერიოდის ვითარებას, ურანი ამ სიტუაციაში მონაწილეობას არ ღებულობს, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, თავად იუპიტერი და სატურნი მოდიან ერთმანეთთან კონფლიქტში.
გაზაფხულზე ასპექტი ხელახლა ჩაირთვება 25 აპრილს და 19 ივლისის ჩათვლით იქნება ძალაში. თუმცა პიკი 15 ივნისს მოუწევს. ამის შემდეგ ის დაშლაზე მიდის და იწურება.
ოღონდ აქ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორია გასათვალისწინებელი - 25 მაისს სატურნი დატოვებს თევზების ზოდიაქოს და ვერძში გადავა. წესით აქ უნდა დაშლილიყო ეს კვადრატურა, რადგან ვერძი და ტყუპები ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ზოდიაქოს ნიშნები არ არიან, მაგრამ გარკვეული ასტროლოგიური ნიუანსების გამო დაძაბულობა კვლავ გრძელდება, მით უფრო, რომ მალე (10 ივნისს) იუპიტერიც ტოვებს ტყუპებს და კირჩხიბში ინაცვლებს. დაძაბულობის პიკიც სწორედ ამ ახალი ტერიტორიებიდან ექნებათ. თუმცა როგორც ალბათ ხვდებით, პლანეტების მიერ ნიშნის შეცვლა ამ კონფლიქტს უკვე წინა ვითარებასთან შედარებით სხვა სიბრტყეში გადაიყვანს.
კირჩხიბის ზოდიაქოს აბარია პატრიოტიზმის თემა, სამშობლოს გრძნობა, თანაც როგორც ტრადიციული ასტროლოგია განმარტავს, ეს ნიშანი იუპიტერისათვის ერთ-ერთი საუკეთესო (ეგზალტაცია) მდებარეობაა, მაშინ როდესაც ვერძში სატურნი ფრიად მძიმე მდგომარეობაში - ეგრეთ წოდებულ დაცემაში იმყოფება. ამას გარდა, ამ დროისათვის უკვე კირჩხიბში იმყოფება სელენაც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კეთილი ძალების პოზიციას.
ნათქვამიდან გამომდინარე, ვფიქრობ, გონიერი მკითხველისათვის ცხადი უნდა იყოს, რომ მაისის ბოლოდან მოყოლებული და მით უფრო ივნისის პირველ რიცხვებში, ძველი სისტემის ყოველგვარი წინააღმდეგობა უკვე მარცხისთვის იქნება განწირული.
მინდა აქვე დავუმატო, ცხადია , პროცესები მხოლოდ ამ 2 პლანეტაზე არაა დამოკიდებული. გვაქვს კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი მარსი-პლუტონის ოპოზიცია, რომელიც არჩევნების პერიოდშიც ფიგურირებდა, ახლა განმეორებით ასპექტშია და გაზაფხულზე (15.04-07.05) კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თავს და შესაძლოა, რომ სწორედ მისი ამოწურვით გაიხსნას გორდეას კვანძი, მაგრამ საბოლოო ფინალს და სიმშვიდეს მე მგონია, რომ მაინც სატურნისა და იუპიტერის ასპექტის დასრულება მოიტანს. ანუ მაისის შუა რიცხვებიდან კიდევ 1 თვე გარკვეული თემები დასალაგებელი იქნება“, - წერს ხათუნა ნოელი.
1736787774
მსოფლიოგერმანიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა - დაღუპულია 2 ადამიანი
გერმანიაში, A11 ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. როგორც sun იტყობინება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. სამგზავრო ავტობუსს 14 მგზავრი გადაჰყავდა, რა დროსაც...
1736787245
საზოგადოებაევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ ევროკომისიას მოუწოდა, შეამციროს რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი
ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ ევროკომისიას მოუწოდა, შეამციროს რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი, რომელიც ამჟამად ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს. „ზომები, რ...
1736785052
ახალი ამბებიკახა კალაძე - ჩემი მხარდაჭერა ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს. ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგის და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ მის გუნდთან ერთად, ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს
თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი პოლიციელების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა და ბულინგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. თბილისის მერი მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი დგებუაძეს და აქვე მა...
1736782187
ახალი ამბები🎥 „საამაყო არ არის, უბრალოდ როცა ჩვენს ოჯახს ეხებიან, პასუხი ყოველთვის გვექნება“ - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ მასზე განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხმიანება და სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს...
1736779279
საზოგადოება„ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ“ - ბიძინა გიორგობიანი
„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან, ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ,...