მაკა ბოჭორიშვილი - აბუ-დაბიში პრემიერის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, გაიმართება შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან
აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს შეხვედრა ექნება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს და ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას.
„ვიზიტი განხორციელდება აბუ-დაბიში უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან, ასევე შეხვედრები უკვე გვქონდა სახელმწიფო მინისტრთან და მინისტრ ნაჰაიანთან. საქართველოსთვის ორივე არის ძალიან ახლო მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რისი გამოყენებაც კარგად შეიძლება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვისთანაც დღეს გვქონდა საუბარი, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს, ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას, ქვეყანას, სადაც შეიძლება განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, აქვს პოტენციალი და აქვს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიმართულებით გავაძლიეროთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტი სარგებელი ნახოს ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით, ამ ურთიერთობებიდან. ჩვენთვის მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობები შევქმნათ ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და ეს ვიზიტი, უმაღლეს დონეზე, კარგი შესაძლებლობა იქნება ამისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1737997570
ახალი ამბებისაქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ბურჯ- ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა....
1737996346
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა...
1737994496
მსოფლიოარჩევნების გამო დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქციების სიას ცხრა ახალი პუნქტი დაამატა. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. ბრიტანეთის მთავრობამ კანადასთან, ევ...
1737993118
ახალი ამბებიპაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომანქანე...
1737991198
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულსაამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ-დაბისსაერთაშორისო აეროპორტში არაბთაგაერთიანებული საამიროების სახელმწიფომინისტრმა აჰმე...