მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია. მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი

პოლიტიკური მდგენელი ემატება შეჩერების მექანიზმებს, ანუ შესაძლოა დაემატოს ევროკავშირის გაუარესებული ურთიერთობა მესამე ქვეყანასთან და ეს შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკურ შანტაჟზე საუბრისას.

„ამ საკითხზე საინტერესო ის არის, რომ აჟიოტაჟი ატეხა იმ ხალხმა, ვინც დღე და ღამ მუშაობს იმისთვის, რომ სწორედ უვიზო რეჟიმი გამოიყენოს ევროკავშირმა პოლიტიკური შანტაჟის იარაღად საქართველოსთან მიმართებაში და ამისთვის არ იშურებენ ძალისხმევას საკუთარი პარტნიორების თუ მეგობრების მხრიდან, რომ ეს საკითხი იყოს დღის წესრიგში.

კარგად მახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი, იყო ხალხი ბრიუსელში, ვისაც ეგონა, რომ თუ კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა საქართველო და ასეც გაკეთდა მაშინ, ეს გამოიწვევდა მასობრივ უკმაყოფილებას ქართულ საზოგადოებაში, რაც გახდებოდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საფუძველი. ასე მოაზროვნე ხალხი იყო ბიუროკრატებს შორის, ასე ფიქრობდნენ ვიღაცები. აქედან გამომდინარე გამორიცხული არ არის ვიღაც ფიქრობდეს, რომ ეს მექანიზმი შესაძლოა გამოყენებული იყოს შანტაჟის მექანიზმად", - განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია.

„მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი და მსგავსი რაღაცების მოგონება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რომ ასეთ საკითხებს წევენ და მსგავს აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ ეს სურდეს საქართველოს ხელისუფლებას და სასაცილოც კი არის ამაზე საუბარი.

საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია ნებისმიერი საკითხით შანტაჟი და მათ შორის უვიზო რეჟიმის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის მექანიზმად“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745827505

საზოგადოება

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). ცენ...

ცესკო

1745825595

ახალი ამბები

სროლა გორში - დაღუპულია ერთი ადამიანი

გორში, წმინდა წყლის უბანში სროლა იყო. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „ერთი პირი ცხელ კვალზე დააკა...

პოლიცია, ლენტი

1745824589

ახალი ამბები

„ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს“ - 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინეს

„საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. განცხადების თანახმად,...

„საქართველოს პროკურატურა

1745821997

ახალი ამბები

ვოლსკი: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, შემდეგ შეიცვალოს სახელი და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს

არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ს...

გია ვოლსკი

1745820200

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკისთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო მეტად არის დაინტერესებული ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით. ტრამპმა ჟურნალისტის დასმული კი...

ტრამპი