მარიამ ქვრივიშვილი: პრემიერ-მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების გაძლიერებაზე
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება საამიროების პრეზიდენტს, მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„დღეს ასევე შედგება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აბუ-დაბის პორტის ხელმძღვანელობასთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, ისევე როგორც, ხელი მოეწერება უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც საფუძვლად დაედება ემირატების უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის საქართველოში შემოსვლას, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ტურიზმისა და დეველოპერულ სექტორებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრებთან, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების გაძლიერებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ ძალიან პოპულარული მიმართულებაა საამიროებიდან ტურისტებისთვის სამოგზაუროდ. ითქვა, რომ ძალიან მჭიდროა თანამშრომლობა ადგილობრივი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართულებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფრენების სიხშირე, 4 ავიაკომპანია 3 აეროპორტიდან ოპერირებს ჩვენი ქვეყნის სამ საერთაშორისო აეროპორტში.
შევთანხმდით, რომ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ურთიერთობები, გაიზარდოს ტურისტული ნაკადები, ისევე როგორც პირდაპირი ფრენების სიხშირე, რაც გააძლიერებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
1737997570
ახალი ამბებისაქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ბურჯ- ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა....
1737996346
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა...
1737994496
მსოფლიოარჩევნების გამო დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქციების სიას ცხრა ახალი პუნქტი დაამატა. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. ბრიტანეთის მთავრობამ კანადასთან, ევ...
1737993118
ახალი ამბებიპაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომანქანე...
1737991198
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულსაამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ-დაბისსაერთაშორისო აეროპორტში არაბთაგაერთიანებული საამიროების სახელმწიფომინისტრმა აჰმე...