მიხეილ ყაველაშვილი მასშტაბურ შეწყალებაზე: ეს ჰუმანური აქტია, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური გზავნილია

ეს ჰუმანური აქტია, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური გზავნილია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ შეწყალებაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“.

„როცა ამირჩიეს, ეს იდეა მაწუხებდა, გავუზიარე პრემიერ-მინისტრს და უფლება-მოსილების ცნობის შემდეგ დავიწეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. დარწმუნებული ვარ, გახარებული იქნებოდნენ ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მშობლები, მეგობრები და ეს მამოძრავებდა, რომ ეს აქტი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო პირველივე ეტაპზე. გახარებული და მადლიერი ვარ, რომ ეს აქტი განხორციელდა.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბალანსი ყოფილიყო დაცული ერთი მხრივ ჰუმანურობასა და მეორე მხრივ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ პატიმრებზე, რომელთაც ჩადენილი აქვთ მსუბუქი დანაშაული და ასევე სასჯელის ძირითადი ნაწილი ვისაც აქვს მოხდილი. ამით ვიხელმძღვანელეთ და ეს პრინციპი იქნება დაცული შემდგომ ეტაპზეც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით მიიღო.

„საკმაო დრო გვქონდა, დაახლოებით სამ კვირაზე მეტი, რომ მიგვემართა უწყებებისთვის. ეს პრინციპი, რომელიც ჩვენ აღებული გვქონდა - მსუბუქი დანაშაულები და ვისაც მოხდილი აქვს ძირითადი სასჯელი, რა თქმა უნდა ინდივიდუალურ დონეზე ყოველი პატიმრის ქეისი იხილებოდა, მოთხოვნა ბევრად მეტი იყო, ვიდრე 613-ია. ყველა უწყებას ჰქონოდა თავისი პასუხისმგებლობა და ეს სამუშაო პროცესი დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური და ასევე მთავრობის სხვა რგოლებიც, კოორდინაციაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კითხვაზე აპირებს თუ არა მომავალშიც გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეცია, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

„თავისთავად ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს პოზიტიური ჰუმანური აქტი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებია იქიდან გამომდინარე, რომ არც თუ ისე მცირე რაოდენობაა ჩვენი პატიმრების, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ამ ჰუმანური აქტის განხორციელება აუცილებელია პრევენციისთვის, რომ სახელმწიფომ ნაბიჯები გადადგას ისეთი სფეროების მიმართულებით, რომელიც ამ კუთხით შეძლებს, ნაკლები დანაშაული ცდუნება რომ ჰქონდეს ადამიანს.

სწორედ ამ მიმართულებით იქნება განხორციელებული ქმედებები, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების, სპორტის, კულტურის. ეს ისეთი დარგებია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესში, გვაძლევს ჩვენ უკვე დღევანდელი დღე იმის საშუალებას, რომ თამამები ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ინსტიტუტიც ამ კუთხით ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი იყოს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737997570

ახალი ამბები

საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ბურჯ- ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

 საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა....

დროშა

1737996346

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა...

შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა

1737994496

მსოფლიო

არჩევნების გამო დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

 დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქციების სიას ცხრა ახალი პუნქტი დაამატა. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. ბრიტანეთის მთავრობამ კანადასთან, ევ...

არჩევნების გამო დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

1737993118

ახალი ამბები

პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტომანქანე...

მოძრაობა

1737991198

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულსაამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ-დაბისსაერთაშორისო აეროპორტში არაბთაგაერთიანებული საამიროების სახელმწიფომინისტრმა აჰმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა