ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

28-30 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და თურქეთის პარლამენტის ორგანიზებით, ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის ერთობლივი სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, ტერორიზმთან ბრძოლა და ნატოსთან თანამშრომლობა. ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარება.
„დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა ნატო-ს მხრიდან ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებას და გაფართოვების საჭიროებას, ახალი უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვას და ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავებას.
შავი ზღვის რეგიონის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო შავ ზღვაში უსაფრთხოების გამოწვევები გაზრდილია, ხოლო ომის სამხედრო გზით მოგვარება, არსებული ვითარებით, უპერსპექტივოა. შესაბამისად, ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას. დისკუსიისას ასევე აღინიშნა საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოვების აუცილებლობა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში 28 აპრილს გაიხსნა. გივი მიქანაძემ ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხზე ისაუბრა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლის პროცესშიც აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 121-მა წარმომადგენელმა.
1746037101
ახალი ამბებიპუტინი: ადრე თუ გვიან ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან აღდგება - ეს უდავოა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები, უდავოდ, აღდგება. „ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მაშინ [დიდი სამამულო ომის დროს] - თეთრი და...
1746035598
ახალი ამბებილაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც ბექაური სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს...
1746035061
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო, ჯერ მის გინებას რა ვუთხარი, მერე კიდევ „კოლგოტიანი” ბიჭუნკელების მუქარას
კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო! ჯერ, ამ ქალოიას გინებას რა ვუთხარი! მერე, კიდევ, „კოლგოტიანი“ ბიჭუნკელების მუქარას! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში, რით...
1746031698
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: გვარამია შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების კარგად შემკერი, თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს, სრულად, უსამართლო საქმე ავიღოთ
გიორგი გამსახურდია, „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმიანება და გვარამიას ე.წ. პოლიტი...
1746029250
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო - ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზუ...