პაატა იმნაძე: ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გრიპის ვაქცინის დანიშნულებაზე ისაუბრა.
იმნაძემ მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინა ადამიანებს გრიპის ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან იცავს.
„გრიპის ვაქცინის დამცველობითი უნარი არის დაახლოებით 6-8 თვე. გრიპის ვაქცინა ადამიანებს გრიპის ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან იცავს. გრიპის ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი გართულება მაგალითად, ფილტვების ანთება.
რისკი ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე საჭიროა. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ყველას, რომ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ, განსაკუთრებით ბავშვები.
ვაქცინის გაკეთება ყოველთვის შეიძლება სეზონის განმავლობაში, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ, როცა უკვე გრიპის ვირუსი მასშტაბურად ცირკულირებს, დღეს რომ გაიკეთო და ხვალ ავად გახდე, არ უნდა თქვა, რომ ვაქცინამ არ იმუშავა. ვაქცინამ რომ იმუშაოს და დაიწყოს დაცვა, სჭირდება დაახლოებით, 10 დღე, 2 კვირა“, - აცხადებს იმნაძე.
იმნაძის განცხადებით, მითია, თითქოს, ვაქცინის გაკეთებამდე მინიმუმ 2 კვირა არ უნდა იყოს ავადობის პერიოდი.
„ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება“, - დასძენს პაატა იმნაძე.
1734962061
ახალი ამბებისალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდადებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მათგან, 5 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის...
1734959930
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8082 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1734959026
ახალი ამბებივარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ახალ დეტალებს ავრცელებს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენ...
1734955893
ახალი ამბებითბილისში 25 წლის კაცი მოკლეს - დაჭრილია მოკლულის მამა
„რუსთავი2“-ის ცნობით, თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 25 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ცნობით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მოკლულის მამა. ამავე ცნობით, სავარაუდო ბრალდ...
1734948383
საზოგადოებაცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ...