„ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს“ - ზურა ხაჩიძე
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც მომღერლებს იმის გამო აკრიტიკებს, აბულინგებს, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს და საახალწლო განწყობას ქმნის.
მისი თქმით, ის ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქვეყანას დასჭირდება და საქართველოს სიყვარულს არა სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცებს.
„თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცებთ!
მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერეთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული რომელსაც ვერ იყიდი!
პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს რომლებიც დღეს ტალახს მესვრით.
პ.ს.ს. ცნობისთვის, ეს ვიდეო კონცერტის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც კარგად ჩანს ის გულწრფელი სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეულ ქალაქში ვიღებთ“, - წერს ზურა ხაჩიძე.
1735044760
ჰოროსკოპი31 დეკემბერი ახალმთვარეობა და 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან
2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ. 2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლე...
1735043909
საინტერესო ამბებიშობის წინა დღე 24 დეკემბერი - როგორ აღნიშნოთ და რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
24 დეკემბერს, მსოფლიო ახალი კალენდრის მიხედვით აღნიშნავს შობის წინა დღეს, ანუ შობის წმინდა საღამოს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი საეკლესიო კალენდარში. საფეხურები: შობის საღამოს მთავარი ტრ...
1735039974
ჰოროსკოპი„მეკვლის ფინანსურ მდგომარეობას, არც ოჯახურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა... პირადი დაინტერესება არ ჰქონდეს“ - ანზორ ოდიშარია 2 იანვრის ბედობაზე
საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება - 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას. ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს...
1735035695
საზოგადოებაცესკო პრეზიდენტის ბრალდებებზე: განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ პარლამ...
1735033883
ახალი ამბებითბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს
თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. დაჭრილია 16 წლის ბიჭი. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენე...