როგორი ამინდი იქნება საქართველოში ახალი წლის წინა დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში 29 დეკემბრამდე თბილი ამინდებია მოსალოდნელი.

მისივე განცხადებით, 28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.მ

„გასული კვირა იყო ძალიან რთული მეტეოროლოგიური სიტუაციებით. განსაკუთრებით, ძლიერი ნალექი აღინიშნა დასავლეთ საქართველოში, ნაკლები ნალექი მოვიდა აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, ეს არის ბაკურიანი, ახალციხის მიდამოები. ნალექი თითქმის არ აღნიშნულა კახეთის რეგიონში. დედაქალაქში, შედარებით, მცირე ნალექი დაფიქსირდა.

დღეიდან, 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ზამთარი თბილი ამინდებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დაახლოებით, მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში, დაახლოებით, 19-20 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 11-13 გრადუსს და მაღალ მთაში 8-10 გრადუსს. გათბება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთიან რაიონებში.

ღამის საათებში, დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ყინვა. ყინულიანი ამინდები მოსალოდნელია, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს როგორც ბარში და მთაში, ასევე მაღალ მთაშიც.

ამ კვირას, განსაკუთრებით 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში აღინიშნოს მცირე ნალექი თოვლის სახით.

ხვალ, 24 დეკემბერს, დილის საათებში, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვლი და თოვლჭყაპი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამის ყინვების გამო, შედარებით ეციება. ცალკეულ დღეებში ღრუბლიანი ამინდი შეიძლება ჭარბობდეს, 27 დეკემბრამდე, ეს იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე და ამიტომ, აქ დასავლეთთან შედარებით რამდენიმე გრადუსით ნაკლები იქნება, მაგრამ მგრძნობელობა იქნება სითბოსი.

28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. უმეტეს რაიონში იქნება ნალექი, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვა.

შესაძლოა, დედაქალაქში, 24 დეკემბერს დილას მცირე ნალექი აღინიშნოს წვიმის სახით.

25-26 დეკემბერს, შესაძლოა, თბილისში ღამის ტემპერატურამ 2-3 გრადუს ყინვამდე დაიკლოს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა აქ მოსალოდნელია 12-14 გრადუსი. 27-მდე ამაზე მეტი არაფერია მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა,  ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი, მაგრამ ეს ნალექს არ მოგვცემს. ღრუბლიანი ამინდი გამოიწვევს ტემპერატურის ცოტა შეთბობას“, - აღნიშნავს დოდო გვაზავა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735044760

ჰოროსკოპი

31 დეკემბერი ახალმთვარეობა და 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან

2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ. 2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლე...

მარიამ შუკაკიძ

1735043909

საინტერესო ამბები

შობის წინა დღე 24 დეკემბერი - როგორ აღნიშნოთ და რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს?

24 დეკემბერს, მსოფლიო ახალი კალენდრის მიხედვით აღნიშნავს შობის წინა დღეს, ანუ შობის წმინდა საღამოს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი საეკლესიო კალენდარში.  საფეხურები: შობის საღამოს მთავარი ტრ...

შობა

1735039974

ჰოროსკოპი

„მეკვლის ფინანსურ მდგომარეობას, არც ოჯახურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა... პირადი დაინტერესება არ ჰქონდეს“ - ანზორ ოდიშარია 2 იანვრის ბედობაზე

საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება - 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას. ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს...

ანზორ ოდიშარია

1735035695

საზოგადოება

ცესკო პრეზიდენტის ბრალდებებზე: განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ პარლამ...

ცესკო

1735033883

ახალი ამბები

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. დაჭრილია 16 წლის ბიჭი. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენე...

პოლიცია