პარტიების სახელმწიფო დაფინანსება და ოპოზიციის დილემა - ფული, როგორც ოპოზიციის მამოძრავებელი ძალა...

 ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეხმაურება ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის მიერ, სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე თანხმობას. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს მათი მხრიდან არჩევნების აღიარებას ნიშნავს.

ამასთან, დავით ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ წევრებმა, რომლებმაც უარი თქვეს დაფინანსებაზე, კოლეგების დამუნათება დაიწყეს, რის შემდეგაც, მისივე თქმით, გამოჩნდა, თუ რამდენად მყიდე ერთობას წარმოადგენს ოპოზიცია.

 

„დაფინანსების წყურვილმა ოპოზიციის ნამდვილი სახე გვაჩვენა, ოპოზიციის მოჩვენებითი პროტესტი, ლოგიკურად გრძელდება, როგორც ირკვევა ფული არა მარტო ჯოჯოხეთს, არამედ ოპოზიციასაც ანათებს.

ცესკომ შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე დაფინანსების შესაძლებლობა 7-მა პოლიტიკურ გაერთიანებამ მიიღო, მათგან 6-მა დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა, რაც არჩევნების აღიარებას ნიშნავს, ხოლო კოალიციამ ცვლილებებისთვის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი.

სახელმწიფო დაფინანსების გამო ოპოზიციამ, დათა თუთაშხიაში ნახსენები კაციჭამია ვირთხების მსგავსად ერთმანეთის ჭამა დაიწყო, ყოფილმა გუნდელებმა ძველი ისტორიების გახსენება და ერთმანეთის დამუნათება დაიწყეს, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიცია მყიფე ერთობას წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში დაიმსხვრევა....

ყველაფერი ნიკა გვარამიას პოსტით დაიწყო, რომელსაც რა თქმა უნდა მელია გამოექომაგა...

ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობა დატუქსა, თბილისის საკრებულოში დაფინანსების მიღებაზე უარი რატომ არ თქვითო, ნიკა პრინციპულობაზე რომ საუბრობს ცოტა უხერხულია, მახსოვს ნიკა მელიას განცხადება 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ვინც პარლამენტში შევა პუფი იქნებაო, ეს პრინციპული ყმაწვილი ერთ ერთი პირველი შევიდა პარლამენტში და ღირსეული პუფი გახდა....

ერთადერთი გაერთიანება, რომელმაც ფულის მიღებაზე უარი განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის არის, აღნიშნულმა ქმედებამ მათ გარკვეული მორალური უპირატესობა მისცა, მაგრამ შემდეგ გახსენდება გვარამიას 88.000 ლარიანი ხელფასი და ყოველგვარი მორალური უპირატესობა ხელიდან ქრება.... ის ძალა, რომელსაც გვარამია ჰყავს, ვერასდროს მოიპოვებს მორალურ უპირატესობას... თავის მხრივ გვარამიამ სხვა პარტიების დამუნათება სცადა, აქ უკვე ხაზარაძეს „გადაეკეტა“ „როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები! - კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე” ხაზარაძე.

როგორც აღმოჩნდა ზოგადად ოპოზიციისთვის უცნობია საიდან ფინანსდება გვარამიას პარტია, საპირისპიროდ სხვა პარტიებს გამჭვირვალობას სთხოვს…

სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების მიღების გამო, ანა კობახიძემ, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო, თავის გამართლება სცადა, მაგრამ ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როცა სჯობს ჩუმად იყო და ყველა ფიქრობდეს, რომ იდიოტი ხარ, ვიდრე ხმა ამოიღო და ამაში ყველა დარწმუნდეს.... კობახიძემ შეძლო ჩვენი დარწმუნება... როგორც მან განაცხადა, სტრატეგია აღმაშენებელი არჩევნებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობდა, შესაბამისად თანხის არ მიღების შესახებ განცხადებას ვერ დაწერდა, ანა იურიდიულად მართალია, მაგრამ... მაგრამ მისი ლიდერი გიორგი ვაშაძე არ ამბობდა მე ამ პოლიტიკური გაერთიანების (ნაციონალური მოძრაობა სტრატეგია აღმაშენებელი) ლიდერი ვარო? ახლა გახდა ვაშაძე უუფლებო კარისკაცი, რომელსაც გაერთიანებაში არაფერს ეკითხებიან და ძაღლად არ აგდებენ (ცხოველების უფლებადამცველებთან ბოდიში, ასეთი გამოთქმა არსებობს) ვფიქრობდი, უუფლებო მონების დრო წარსულში დარჩა, მაგრამ ქალბატონმა ანამ საპირისპირო დაამტკიცა. კი ბატონო თქვენ განცხადებას ვერ დაწერდით, მაგრამ შეგეძლოთ ოფიციალური განცხადება გაგევრცელებინათ, სადაც ნაციონალურ მოძრაობას გაემიჯნებოდით და იტყოდით, რომ სახელმწიფოსგან თანხის აღება თქვენთვის მიუღებელია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, იურიდიული საკითხის მიღმა პრაქტიკული საქმეა და ფულს მშვენივრად მოიხმართ.....

აქვე ერთი საინტერესო დეტალი, ხაზარაძემ სახელმწიფო დაფინანსების შესახებ ატეხილი ამბავი ქოცური ნარატივი არისო, ბატონო მამუკა, გიორგი სიორიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად წარადგინეთ(ხელახლა) სიორიძის წარდგენაც ქოცური ნარატივის ამბავია თუ როგორ არის საქმე? დავიჯერო გიორგი სიორიძეს იმდენად დიდი წონა აქვს, რომ თქვენს წინააღმდეგ წავიდა? თუ ტროას ცხენის ფუნქცია დააკისრეთ, ცესკოში დივერსიული ჯგუფი რომ შეიყვანოს…. რეალობას თვალი გაუსწორეთ, თქვენ ერთ ერთი პირველი იყავით, ვინც არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა(აბა სიორიძეს ხელფასის გარეშე ხომ არ დატოვებდით) ასევე პირველები ხართ ვინც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებთ, არ ხართ მამუკა თქვენ ის კაცი, სადმე ფულის შოვნის საშუალება გქონდეთ და მასზე უარი თქვათ… არ გიცნობდეთ მაინც…

ყველაზე საინტერესო მოვლენები კი ანა წითლიძეს და ნიკა გვარამიას შორის განვითარდა, რომლებმაც ერთმანეთის მიმართ სალანძღავი სიტყვები არ დაიშურეს, ანა წითლიძემ გვარამიას 88 ათასიანი ხელფასიც შეახსენა, თავის მხრივ გვარამიამ ოლიგარქებთან მოლაპარაკებები შეახსენა ანას (მე ვაწარმოებდი ოლიგარქებთან მოლაპარაკებას და სიაში მათ ადგილებს?გვარამია ) არხის მფლობელებთან შეხვედრები და ა.შ. შესაძლოა ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახიოს, მაგრამ ფულის გამო ნაცი, ნაცის ტყავს დახევს!

ოპოზიციამ საპარლამენტო სიები ხომ არ ჩახსნა და საკუთარ ამომრჩევლებს დღემდე ატყუებენ, ახლა სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ, ახალი წლის შემდგე პარლამენტში შევლენ და ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებენ, ოპოზიცია ბუნებით მომხვეჭელია, მათთვის პრიორიტეტს პირადი ინტერესები და ფული წარმოადგენს, ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლა სახელმწიფოს უფსკრულში გადაჩეხს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს!

სტატიის ავტორი დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735310782

ახალი ამბები

მოსამართლემ აჩიკო მეფარიძე ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი არჩილ მეფარიძე 15 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა შკუბულიანმა გამოაცხადა. მოსამართლემ მომღერალი ძალადობისთვის 10 ათასი, ხოლო სიცოცხლის მოსპ...

აჩიკო მეფარიძე

1735309709

სოციალური მედია

„ასე ტკბილად დაგვაბეროს უფალმა ერიც და ბერიც, გილოცავთ დამდეგს“ – ნატო გელაშვილი გოზინაყის მომზადების კადრებს აქვეყნებს

მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი „ფეისბუკში“სტატუსს ავრცელებს და სოციალური ქსელის გამომწერებს, მეგობრებს და მსმენელს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. სტატუსთან ერთად, მუსიკოსი გოზინაყის მომზადების ამს...

ნატო გელაშვილი

1735305157

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი

1735301489

საზოგადოება

„ეს არის ურწმუნოება, უზრდელობა და უწიგნურობა“ - მამა ლევან ჯიქური ანჩისხატის ტაძრის ვანდალიზმის ფაქტზე

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ანჩისხატის ტაძარზე განხორციელებულ ვანდალიზმს ეხმაურება. მისი თმით, ადამიანი რომელმაც ტაძარს კვერცხები ესროლა „...

 მამა ლევან ჯიქური

1735297447

სპორტი

„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ვერონასთან“ წლის საუკეთესო გოლად დაასახელეს

„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო გოლი გამოავლინეს. გულშემატკივრების რჩეული გახდა 2024 წლის 4 თებერვალს „ვერონას“ კარში, 88-ე წუთზე გატანილი გოლი, რომლის ავტორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. აღსანიშნავ...

 ხვიჩა კვარაცხელია