საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

„ზურაბაშვილი 2019-2024 წლებში ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო,
ხოლო 2014-2019 წლებში ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
2013-2014 წლებში ზურაბაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, 2012–2013 წლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი "საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორი; 2005–2012 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი; 2002-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1996–2002 წლებში კი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.

გიორგი ზურაბაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეების თანამდებობებზე მუშაობას განაგრძობენ: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733294309

საინტერესო ამბები

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ - 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

2025 წლის საახალწლო დეკორის ტენდენციები, სავარაუდოდ, შთაგონებული იქნება ეკოლოგიური და მინიმალისტური სტილით, რაც მიმდინარე ტრენდების გაგრძელებას წარმოადგენს. აქ არის რამდენიმე იდეა, რომელიც შეიძლება აქ...

ახალი წელი

1733244729

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული. როგორც დარახველიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინის...

ალექსანდრე დარახველიძ

1733243480

ახალი ამბები

„ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირა...

ირაკლი

1733241779

ჰოროსკოპი

დეკემბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2024 წლის დეკემბერი პლანეტების ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიებით იქნება გაჯერებული, რაც რომანტიკული ურთიერთობებისთვის საინტერესო, თუმცა ზოგჯერ რთულ ფონსაც შექმნის. სიყვარული, ვნება და ემოციური კავშირები...

ააა

1733233407

საზოგადოება

„ვერ შეავსეს რუსთაველი და რა ქნან? ბარემ სამშობიაროებსაც მიაკითხეთ, იქნებ ჩვილებს ან მუცლადმყოფ ბავშვებსაც მოუნდეთ გამოსვლა და კი შეგივსოთ ცარიელი ადგილები?“ - თამარ ჩიბურდანიძე

ქუჩის აქციებში არასრულწლოვანთა ჩართულობას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, სხვა რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია და მიტინგებსა თუ მსვლელობებზე ცარიელი...

თამარ ჩიბურდანიძე