საპატრიარქო: ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება აღევლინება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, ხვალ, დავითობასთან დაკავშირებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში და თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

„09:00 საათზე - დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში

10:00 საათზე - დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;

10:00-13.30 საათზე - მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა

12:00 საათზე - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე

13:00 საათზე - თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგვინით შემკობა~

13:30 საათზე - ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741875624

საზოგადოება

თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად...

თეა ახვლედიანი

1741873706

ახალი ამბები

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისა და უკანონო წარმომავლობის თანხების დაფარვა/გათეთრების მიზნით ახორციელებდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შე...

სასამართლო

1741873459

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: ბალტიისპირეთს აწყობს საქართველოში აგიზგიზებული ცეცხლი, მით უმეტეს, თუ ამაში რუსეთის ფედერაცია იქნება ჩართული, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბალტიისპირეთისთვის აგრესიას ნაკლები პერსპექტივა ექნება

მათი ეს წასვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგზაურობა, ხარჯების ანაზღაურება არის მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც ამ ადამიანებისთვის არის გამოყოფილი. ადამიანებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვეყნის დ...

პოლიტიკოსი

1741871809

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.7775 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი...

ვალუტის კურსი

1741869885

ახალი ამბები

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საზღვარზე ოქროს ნაკ...

ოქროს ნაკეთობები