სპორტის მინისტრი საერთაშორისო ციგურაობის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბოსტონში გამართულ ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთაშორისო ციგურაობის კავშირის (ISU) პრეზიდენტ კიმ ჯეი იულთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოში ფიგურული ციგურაობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
სპორტის მინისტრმა ISU-ს პრეზიდენტს საქართველოში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, კერძოდ, შალვა გოგოლაძემ კიმ ჯეი იულს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით „ბაკურიანი 2025“-ისთვის თბილისსა და ბათუმში აშენებული ყინულის არენების შესახებ. მათ ისაუბრეს სამომავლოდ საქართველოში ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესახებაც.
საქართველოს სპორტის მინისტრი ბოსტონში ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს დაესწრო. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ექვსი ლიცენზია მოიპოვა, კერძოდ, ქართველ სპორტსმენებს ორ-ორი საგზური აქვთ მამაკაცთა კატეგორიაში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში.
11:05
ახალი ამბებიმეუფე შიო: გელათის მონასტერი გაერთიანებული საქართველოს, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოების სიმბოლოა, ეს მონასტერი გვავალდებულებს, რომ განსაკუთრებით ვიზრუნოთ იმ საგანძურის შენარჩუნებაზე, რომელიც დიდი მეფისგან მემკვიდრეობით გვერგო
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული გელათის მონასტერი გაერთიანებული საქართველოს, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოების სიმბოლოა. ეს მონასტერი გვავალდებულებს, რომ განსაკუთ...
10:34
ახალი ამბებითბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელო“-ს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა და სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გირაოს სახით 50 ათასი ლარის ოდენ...
10:33
საზოგადოებალევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის ახალ საგრანტო პროგრამაზე: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ იბრძვის „დიფ სთეითი”
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის ახალ საგრანტო პროგრამას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ იბრძვის „დიფ სთეითი“. „საგრანტო პრ...
10:22
საზოგადოებაპრემიერი: გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია იმ შედეგზე, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია, თითოეული ჩვენგანის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა
გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას – დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, - ამის შესახებ საქართველოს...
10:18
საზოგადოებაჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს დაიწყება
„Starring Georgia“-ს ფარგლებში, მსოფლიო სუპერვარსკვლავი, პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი ჯასტინ ტიმბერლეიკი 23 ივლისს „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს. კულტურის სამინისტროს ინ...