თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს
თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. დაჭრილია 16 წლის ბიჭი.
სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი არასრულწლოვანი, ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, 16 წლის ბიჭს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა.
დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის დაჭრილს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა.
როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას დაჭრილის დედა ამბობს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 წლის მოზარდი მასაც აედევნა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
1735058247
ახალი ამბებიმთავრობის დადგენილებით იანვარში უქმე დღეები გამოცხადდა - დეტალები
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა. დადგენილების თანახმად, უქმეა 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, ასევე 8 იანვრიდ...
1735056532
სოციალური მედია„მადლობა ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის! მალე აფხაზეთში ჩავატარებთ ერთად კონცერტს!“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა ხაჩიძე
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წინასაახალწლოდ, ზუგდიდში გამართული კონცერტიდან კადრებს აქვეყნებს და თბილი დახვედრისთვის მოსახლეობას მადლობას უხდის. მომღერალი იმედს გამოთქვამს, რომ მალე ოკუპირებუ...
1735051353
საზოგადოებასაქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი მიხეილ ვირსალაძე გარდაიცვალა
47 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო კონფერენციის მონაწილე, მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის, ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებების ფედერაციის (EFNS), ეპილეფსიასთა...
1735047967
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ეუთო/ოდირის ნებისმიერი რეკომენდაცია პარტნიორულ, კონსტრუქციულ ჭრილში გავიაროთ და მივყვეთ
„ყველაზე მთავარი, რასაც ელოდებოდა ჩვენი ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, ამ დასკვნამ აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოშალა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხა...
1735045722
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8119 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8128 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...